სერანია-დელ-პერიხა

სერანია-დელ-პერიხა, სიერა-დე-პერიხა (ესპ. Serranía del Perijá) — ქედი ანდებში, ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სიგრძე 310 კმ. შეიცავს მთის მასივებს მოტილონესს, ვალიედუპარს, პერიხასა და ოკას. წარმოადგენს მარაკაიობოს აუზისა და მდინარე სეზარის წყალგამყოფს. დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას ქედი, აღმოსავლეთით კი გაშლილია მარაკაიბოს ვრცელი დაბლობი.

სერანია-დელ-პერიხა
კოორდინატები: 10°00′59″ ჩ. გ. 72°57′28″ დ. გ. / 10.01639° ჩ. გ. 72.95778° დ. გ. / 10.01639; -72.95778
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უმაღლესი წერტილი სერო-დე-ლას-ტეტასი
სიმაღლე 3630 
სიგრძე 310 კმ
სერანია-დელ-პერიხა — ვენესუელა
სერანია-დელ-პერიხა

ქედი იწყება კოლუმბიაში, ადგილ ოკანასთან, საიდანაც გრძელდება ჩრდილოეთური მიმართულებით, სადაც თანდათანობით გადადის გუახირის უდაბნოში. სიმაღლე 3630 მ-მდე (სერო-დე-ლას-ტეტასი). მნიშვნელოვანი მთებია: კეპო-ირაპა (3540 მ), სერანია-დე-მაკუირა (864 მ) და სერო-ასეიტე (853 მ). სერანია-დელ-პერიხის ქედის 58% მოქცეულია ვენესუელის ფარგლებში, დანარჩენი 42% კოლუმბიაშია.[1] აგებულია მეტამორფული და დანალექი ქანებით. ფერდობებზე ტყეებია.

გაბატონებულია ნოტიო ტროპიკული კლიმატი. კალთებზე იზრდება ყავა და ყაყაჩო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Peakbagger Perija-Guajira