სელევინია (ლათ. Selevinia betpakdalaensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. ადრე გაერთიანებული იყო სელევენიასებრთა ოჯახში. მისი სხეულის სიგრძეა 10 სმ-მდე, კუდისა — 8 სმ-მდე. ბეწვი ხშირი და ფაფუკია. სხეულის ზედა ნაწილის შეფერილობა რუხია, ქვედასი — მოთეთრო. გავრცელებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი ყაზახეთის უდაბნოებში, 50°-დან ჩინეთის საზღვრებამდე სამხრეთით. ყველგან იშვიათია. ზამთარში ძილს ეძლევა. აქტიურია შებინდებისას. იკვებება მწერებით, უმთავრესად კალიებით. შობს 8-მდე ნაშიერს.[1]

სელევინია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Selevinia betpakdalaensis
(Belosludow & Baschanow, 1938)
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 20102

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Селевиния // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.