სეიშელის კუნძულების პოლიტიკური სისტემა

სეიშელის კუნძულები რესპუბლიკური წყობისაა. მოქმედებს 1993 წელს მიღებული კონსტიტუცია. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან სახალხო კრებას. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა.

1963 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების იჯარით, სახელმწიფოს მთავარ კუნძულ მაეზე, აშენდა ბაზა.

მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) შემდეგ, განსაკუთრებით 60-70-იან წლებში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა (გაფიცვები 1966, 1972 და სხვ.) 1960-იან წლებში შეიქმნა პოლიტიკური პარტიები: ხალხის გაერთიანებული პარტია (ხგპ; ამჟამად ხალხის პარტია) და დემოკრატიული პარტია (დპ). 1970 წელს სეიშელის კუნძულებს შინაგანი ავტონომია მიანიჭეს.

1970 წელს, სეიშელის კუნძულებზე მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ზრდასრულთათვის უნივერსალური საარჩევნო უფლების მინიჭებას. არჩევნები ჩატარდა 1966 და 1970 წლებში. დამოუკიდებლობა მიენიჭა 1976 წელს, როგორც ერთა თანამეგობრობის ფარგლებში.

1976 წლის 28 ივნისს გამოცხადდა სეიშელის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1977 წლის 4-5 ივნისს ქვეყანაში გამოცხადდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც მოქმედი პრეზიდენტი გადააყენეს. საკანონმდებლო საბჭო წევრების მიერ აღიარებულ იქნა 1948 წელს.

ქვეყნები, რომელთანაც დიპლომატიური კავშირი აქვს დამყარებული სეიშელის კუნძულებს

1977 წელს, სახელმწიფო გადატრიალებისას, ქვეყნიდან გააძევეს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ჯეიმზ მენჩემი, რომელიც შეცვალა ფრანს რენემ. იგი კუნძულებს 1977 წლიდან 2004 წლამდე მართავდა.

1978 წლის მაის-ივნისში ხგპ-ის ბაზაზე შეიქმნა სეიშელის კუნძულების ხალხის პროგრესიული ფრონტი (სკხპფ) — მმართველი და ერთადერთი პარტია ქვეყანაში.

1981 წლის ივლისში, სკხპფ-ის ყრილობამ კვლავ დაადასტურა პარტიის ორიენტაცია სოციალისტური გზით სეიშელის კუნძულების განვითარებისა. საგარეო პოლიტიკაში სეიშელის კუნძულების მთავრობა განაგრძობდა პოზიტიური ნეიტრალიტეტის კურსის გატარებას, მხარს უჭერდა უცხოეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას ინდოეთის ოკეანეში და მშვიდობის ზონად მის გადაქცევას. 1991 წელს, ფრანს რენე და მისი პარტია შეთანხმდნენ თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე და უარი თქვეს მარქსიზმზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება