ჯეიმზ მენჩემი
ჯეიმზ რიჩარდ მარი მენჩემი (ინგლ. James Richard Marie Mancham; დ. 11 აგვისტო, 1939, ვიქტორია, სეიშელის კუნძულები — გ. 8 იანვარი, 2017) — სეიშელის კუნძულების სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ადოკატი. სეიშელის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1976-1977 წლებში. სეიშელის დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი.
ჯეიმზ მენჩემი | |
სეიშელის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ივნისი, 1976 – 5 ივნისი, 1977 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ფრანს-ალბერ რენე |
დაბადებული | 11 აგვისტო, 1939 ვიქტორია, სეიშელის კუნძულები |
გარდაცვლილი | 8 იანვარი, 2017 გლასისი, სეიშელის კუნძულები |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მამა | რიჩარდ მენჩემი |
დედა | ეველინ მენჩემი |
მეუღლე | ჰეზერ ჯინ ევანზი, კეტრინ ოლსენი |
შვილები | კეროლაინი, რიჩარდი, ალექსანდრე |
საიტი | http://www.jamesmancham.com/ |
საგარეო პოლიტიკაში ჯეიმზ მენჩემი ორიენტაციას აკეთებდა დიდ ბრიტანეთზე, რომლის კოლონიაც იყო სეიშელი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტურიზმის განვითარებას კუნძულებზე. მისი პრეზიდენტობა ერთ წელზე ოდნავ ნაკლებს გაგრძელდა. 1977 წელს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა სეიშელის ოპოზიციის ლიდერი სოციალისტი ფრანს-ალბერ რენე და მისი მომხრეები. გადატრიალების დროს ბრიტანეთში მყოფი პრეზიდენტი იძულებული გახდა დარჩენილიყო ემიგრაციაში. სეიშელში იგი დაბრუნდა 1990-იანი წლების დასაწყისში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაჯეიმზ მენჩემი დაიბადა 1939 წლის 11 აგვისტოს ვიქტორიაში. იგი იყო დაგვიანებული, მაგრამ პირველი შვილი სეიშელელი მეწარმის რიჩარდ მენცემისა და მისი ცოლის ეველინის ოჯახში. ჯეიმზმა განათლება ჯერ სეიშელის კოლეჯში მიიღო, ხოლო შემდეგ გააგზავნეს დიდ ბრიტანეთში ლონდონის უილსონის კოლეჯში. კოლეჯის დასრულების შემდეგ 1958 წელს გაწევრიანდა იურიდიული განათლების საბჭოში, ორგანიზაციაში, რომელიც აკონტროლებდა მომავალი ადვოკატების იურიდიულ განათლებას ინგლისა და უელსში. 1961 წლიდან ჯეიმზ მენჩემი ადვოკატთა ასოციაციის წევრია[1].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1964 წელს ახალგაზრდა ადვოკატმა დააარსა მემარჯვენე ცენტრისტული სეიშელის დემოკრატიული პარტია, რომელიც გამოდიოდა სეიშელის დიდი ბრიტანეთის იმპერიიდან გამოსვლის ლოზუნგით, თუმცა თავდაპირველად ავტონომიის სახით მის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებდა სრული დამოუკიდებლობის მინიჭებას სეიშელისათვის, პარტიამ შეიცვალა ლოზუნგი და ახლა იგი ყოფილ მეტროპოლიასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა.
პრეზიდენტობა
რედაქტირება1976 წლის 28 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა სეიშელის კუნძულებს დამოუკიდებლობა მიანიჭა. მეორე დღეს ქვეყნის პრეზიდენტად დანიშნეს ჯეიმზ მენჩემი, ხოლო პრემიერ-მინისტრად ფრანს-ალბერ რენე. პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებით იგი მხარს უჭერდა მჭიდრო ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან. გარდა ამისა, მან მჭიდრო კავშირები დაამყარა ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, აშშ-სთან და საფრანგეთთან. ჯერ კიდევ 1976 წლის მაისში მან პარიზში განაცხადა, რომ „საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალგაზრდა სახელმწიფოს განმტკიცებაში“.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში 1976 წლის 21 სექტემბერს სეიშელი მიიღეს გაეროს შემადგენლობაში[2].
მენჩემის პრეზიდენტობის პერიოდში მისი პორტრეტი გამოსახეს ამდენიმე სეიშელურ მონეტაზე. ასევე 10, 20, 50 და 100 ნომინალის სეიშელის რუპიის მქონე ბანკნოტებზე[3].
სახელმწიფო გადატრიალება
რედაქტირება1977 წლის 5 ივლისს, როდესაც პრეზიდენტი მენჩემი ჯერ კიდევ ლონდონში იმყოფებოდა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ფრანს-ალბერ რენემ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და თავი გამოაცხადა სეიშელის კუნძულების ახალ პრეზიდეტად.
ჯეიმზ მენჩემმა, რომელიც იძულებული იყო დარჩენილიყო დიდ ბრიტანეთში, მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს „მთელი ძალებით შეაჩერონ მარქსიზმის გავრცელება“ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში. 1979 წლის ბოლოს მენჩემმა მოამზადა შეთქმულება რენეს წინააღმდეგ, რომელიც დააფინანსა მისმა საუდის არაბეთელმა მეგობარმა ადან კაშოგიმ. სეიშელის სახელმწიფო ორგანოების მიხედვით შეთქმულებაში მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკელი, ბელგიელი და ფრანგი მოქალაქეები.
ჯეიმზ მენჩემმა დევნილობაში გაატარა სულ 15 წელი. ამ პერიოდში ის დაკავებული იყო საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებით. კითხულობდა ლექციებს ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში[4].
დაბრუნება
რედაქტირება1992 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მოხსნა აკრძალვა ოპოზიციის მოქმედებებზე. ჯეიმზ მენჩემმა მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო სამშობლოში და მონაწილეობა მიეღო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამავე წლის 12 აპრილს იგი ვიქტორიაში დაბრუნდა. 1993 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანს-ალბერ რენემ მიიღო ხმების 59,5 %, ხოლო მენჩემმა - 36,72 %. 1998წლის არჩევნებშ კი მიიღო ხმების 13,8 % და დაიკავა მესმაე ადგილი. 1998 წლის შემდეგ მას არ მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო 2005 წელს დატოვა სეიშელის დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობაც. იგი აგრძელებდა მონაწილების მიღებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სამშვიდობო ღონისძიებებში: კონფერენციები, სიმპოზიუმები, სამიტები. იყო საერთაშიროსო ჯილდოებისა და პრემიების ლაურეატი.
გარდაცვალება
რედაქტირებაგარდაიცვალა 2017 წლის 8 იანვარს სავარაუდოდ ინსულტის შედეგად 77 წლის ასაკში[5][6].
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- James R. Mancham. Paradise raped: life, love, and power in the Seychelles. — Methuen, 1983
- James R. Mancham. War on America: seen from the Indian Ocean. — Paragon House, 2002
- James R. Mancham. Seychelles: personalities of yesterday. — Mahe Publications, 2005
- James R. Mancham. Seychelles global citizen: the autobiography of the founding president of the Republic of Seychelles. — Paragon House, 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mancham Sir James Richard Marie: biography. jamesmancham.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-15-10.
- ↑ Энциклопедия: Сейшельские Острова. vokrugsveta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-15-10.
- ↑ OF SEYCHELLES Галерея сейшельских банкнот на сайте banknote.ws. banknote.ws. ციტირების თარიღი: 2011-15-10.
- ↑ Mancham Sir James Richard Marie: activities. jamesmancham.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2011-15-10.
- ↑ Vannier, Rassin; Bonnelame, Betymie (8 January 2017). „Former Seychelles’ president James Mancham dies at residence“. Seychelles News Agency (English). Victoria, Seychelles. ციტირების თარიღი: 8 January 2017.
- ↑ „Seychelles Founding President passed away“. ETN Global Travel Industry News (English). 8 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 8 January 2017.