სახიზარის კლდე
სახიზარის კლდე — კლდეების კომპლექსი საქართველოში, მდინარე თერგის ხეობაში, სოფელ სიონის მიდამოებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] საინტერესო გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს. მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს. ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფელი სიონი. სახიზარის კლდე ბუნების ძეგლია.[1]
სახიზარის კლდე | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | სიონი |
კოორდინატები | 42°34′16″ ჩ. გ. 44°33′17″ ა. გ. / 42.5713167° ჩ. გ. 44.5549833° ა. გ. |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |