სახელმწიფო-ღამის დარაჯი

ღამის დარაჯი სახელმწიფო ან მინიმალური სახელმწიფოსახელმწიფოს მოდელი, რომლის მოქმედების არეალიც შეზღუდულია თავდაუსხმელობის პრინციპის აღსრულებით. მის ფუნქციებში შედის მოქალაქეების სამხედრო, საპოლიციო და სასამართლო სერვისებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო იცავს მოქალაქეებს აგრესიის, ქურდობის, ხელშეკრულების დარღვევის, თაღლითობისა და ქონების შელახვისგან. ფაქტობრივად, ასრულებს მხოლოდ პიროვნების უსაფრთხოების, ხელშეკრულებების შესრულების გარანტის და ქვეყნის საგარეო საფრთხისაგან დაცვის ფუნქციებს. ამ მოდელის მომხრეებს მინარქისტები ეწოდებათ.[1][2][3]

მმართველობის ეს ფორმა ძირითადად დაკავშირებულია ლიბერტარიანიზმთან, ობიექტივიზმსა და მემარჯვენე-ლიბერტარიანულ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან. ამასთანავე, მინარქიზმს მხარს უჭერდნენ ზომიერი ლიბერტარიანელი სოციალისტები და სხვა მემარცხენე ლიბერტარიანელები.[4][5] ზოგი ანარქისტი ასევე გვთავაზობს და მხარს უჭერს მინიმალურ კეთილდღეობის სახელმწიფოს იმის საფუძველზე, რომ სოციალური უსაფრთხოების ბადეები მუშათა კლასისთვის მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილი მიზნებია და რათა თავი აარიდოს „სავალალო ტენდენციას ინტელექტუალებს შორის ჩაიციკლონ ლოზუნგებზე, რომლებიც ხშირად შორს არიან ხალხის რეალური ცხოვრებისეული პრობლემებისგან“.[6] მათ სჯერათ, რომ კეთილდღეობის პროგრამების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება როგორც სახელმწიფო, ასევე კაპიტალიზმი.[7]

ღამის დარაჯი სახელმწიფოს იდეას პოპულარობას უწევდა ამერიკელი ფილოსოფოსი რობერტ ნოზიკი თავის ნაშრომში ანარქია, სახელმწიფო და უტოპია (1974).[8] XIX საუკუნის ბრიტანელმა ისტორიკოსმა ჩარლზ თაუნშენდმა აღწერა ეს ფორმის მმართველობა, როგორც მედროშე.[9]

ეტიმოლოგია რედაქტირება

ტერმინი ღამის დარაჯი სახელმწიფო (გერმ. Nachtwächterstaat) დააფუძნა გერმანელმა სოციალისტმა ფერდინანდ ლაზალემ, როდესაც იგი პირველად გამოიყენე 1862 წლის გამოსვლაში ქ. ბერლინში. მან გააკრიტიკა ბურჟუაზიული ლიბერალური შეზღუდული ფუნქციების მქონე სახელმწიფო და იგი შეადარა ღამის დარაჯს, რომლის ერთადერთი მოვალეობა ქურდობის აღკვეთა იყო. ამ ფრაზამ სწრაფად მოიპოვა ცნობადობა და მას იყენებდნენ როგორც კაპიტალისტური ხელისუფლების აღსაწერად, და ასევე მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო იყენებდა ლიბერალიზმს სახელმწიფოს მართვის პროცესში ან კიდევ მაშინ როდესაც სახელმწიფოს გააჩნდა უფრო ფართო პასუხისმგებლობათა სფერო.[10]

მოგვიანებით ლუდვიგ ფონ მიზესმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ფერდინანდ ლაზალე შეეცადა, შეზღუდული უფლებების მქონე მთავრობა სასაცილოდ ექცია საზოგადოების თვალში, მაგრამ უფრო სასაცილო აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ყველა ტიპის პასუხისმგებლობა, მათ შორის „საუზმის მომზადება, შარვლის ღილაკების დამზადება და გაზეთების გამოქვეყნება“.[11]

ღამის დარაჯი ქვეყნის მომხრეები არიან მინარქისტები. სიტყვა მინარქისტი შედგება ორი ნაწილისგან: მინიმალური და არქი. არქი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „პირველ ადგილს, ძალას“, „მმართველობას“, „იმპერიას, რეალობას“, „ხელისუფლებას“, ხოლო მრავლობით ფორმაში „ბრძანებას“.[12] ტერმინი მინარქისტი გამოყენებულ იქნა სამუელ ედუარდ კონკინ III-ის მიერ 1980 წელს.[13]

ფილოსოფია რედაქტირება

მინარქისტები, ზოგადად, ამართლებენ სახელმწიფოს არსებობას იმ მოტივით, რომ ეს არის არა-აგრესიულობის პრინციპის შესრულების ლოგიკური შედეგი.[2][3] ისინი ამტკიცებენ, რომ ანარქო-კაპიტალიზმი არაპრაქტიკულია, რადგან არ არის საკმარისი არა-აგრესიულობის პრინციპის აღსასრულებლად, რადგან ანარქიზმის ქვეშ მოქმედი კანონების აღსრულება ღიაა კონკურენციისთვის.[14] კიდევ ერთი ზოგადი დასაბუთება არის ის, რომ თავდაცვის სისტემა და სასამართლო უნდა იყოს კერძო საკუთრება და წარმოადგენენ მათ, ვინც საკმარის ანაზღაურებას გადაუხდით.[15]

 
რობერტ ნოზიკის წიგნი: „ანარქია, სახელმწიფო, და უტოპია“. გამოცემის ყდა

ზოგიერთი მინარქისტი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს არსებობა გარდაუვალია და თვლის, რომ ანარქია უშედეგოა.[16] რობერტ ნოზიკმა გამოაქვეყნა ანარქია, სახელმწიფო და უტოპია, სადაც გააჟღერა მინიმალური სახელმწიფოს იდეა (1974). ნაშრომში ავტორი ამტკიცებს, რომ ღამის დარაჯ სახელმწიფოს ეძლევა ჩარჩო, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემას, პატივი სცეს ფუნდამენტურ ინდივიდუალურ უფლებებს და, შესაბამისად, მორალურად ამართლებს სახელმწიფოს არსებობას. გარდა ამისა, რობერტ ნოზიკმა განავითარა ჯონ ლოკის იდეებთან მიახლოებული ლიბერტარიანიზმის მოდელი, სადაც ასევე იგრძნობა XIX საუკუნის ინდივიდუალისტების: ჰერბერტ სპენსერისა (1820-1903 წწ) და ბენჯამინ ტაკერის (1854-1939 წწ) გავლენა. მისი თქმით, სახელმწიფოს ფუნქციები მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული და დაყვანილი მოქალაქეების ქურდობის, თაღლითობისა და ძალადობისგან დაცვაზე, ხოლო მაიძულებელი ინსტრუმენტები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ სხვის თავისუფლებას. ყველა დანარჩენი ფუნქცია, მისი აზრით, ადრე თუ გვიან, პიროვნების უფლებების ხელყოფა გახდება, ამიტომ, მინარქისტული თვალთახედვით, ასეთი ფუნქციების გამართლება არ შეიძლება.[17][18]

ლიბერტარიანული იდეები შეიცავს ანარქისტული იდეოლოგიის ელემენტებს, თუმცა მათი გაიგივება ანარქიზმთან, რომელიც საერთოდ სახელმწიფოს მოსპობის მომხრეა, არასწორი იქნებოდა. ლიბერტარიანელები სულაც არ უარყოფენ სახელმწიფოს საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებისათვის. პირიქით, ისინი ქადაგებენ სახელმწიფოსა და მმართველობის როლის მინიმუმზე დაყვანას ღამის დარაჯი სახელმწიფოს იდეით, რომელიც შეასრულებს მხოლოდ პიროვნების უსაფრთხოების, ხელშეკრულებების შესრულების გარანტს და ქვეყნის საგარეო საფრთხისაგან დაცვის ფუნქციებს.[19]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Machan, Tibor R. (December 2002). „Anarchism and Minarchism. A Rapprochement“. Journal des Economists et des Estudes Humaines. 14 (4): 569–588.
  • Nozick, Robert (1974). Anarchy, State, and Utopia. New York City: Basic Books.
  • Ostrowski, Marius S. (2014). „Towards libertarian welfarism: protecting agency in the night-watchman state“. Journal of Political Ideologies. 13 (1): 107–128.
  • Wolff, Jonathan (1991). Robert Nozick: Property, Justice, and the Minimal State. Cambridge, England: Polity Press.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gregory, Anthony (10 May 2004). "The Minarchist's Dilemma". Strike the Root: A Journal of Liberty. დაარქივებული 12 January 2020 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Peikoff, Leonard (7 March 2011). "What role should certain specific governments play in Objectivist government?" დაარქივებული 2014-09-12 საიტზე Wayback Machine. . Peikoff.com. Retrieved 2 January 2020.
  3. 3.0 3.1 Peikoff, Leonard. (3 October 2011) Interview with Yaron Brook on economic issues in today's world (Part 1). Peikoff.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  4. Hain, Peter (July/August 2000). "Rediscovering our libertarian roots" დაარქივებული 2013-06-21 საიტზე Wayback Machine. . Chartist. . Retrieved 1 February 2020.
  5. Marshall, Peter (2009) [1991]. Demanding the Impossible: A History of Anarchism (POLS ed.). Oakland, California: PM Press. p. 641[მკვდარი ბმული]. "Left libertarianism can therefore range from the decentralist who wishes to limit and devolve State power, to the syndicalist who wants to abolish it altogether. It can even encompass the Fabians and the social democrats who wish to socialize the economy but who still see a limited role for the State." ISBN 978-1604860641.
  6. Chomsky Replies to Multiple Questions About Anarchism. ZCommunications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2007. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  7. An Anarchist FAQ. AK Press. 
  8. Nozick, Robert (1974). Anarchy, State, and Utopia. Basic Books. ISBN 978-0-465-09720-3. 
  9. Townshend, Charles (2000). The Oxford History of Modern War. Oxford University Press. ISBN 0-19-285373-2. 
  10. Sawer, Marian (2003). The Ethical State?: Social Liberalism in Australia. Melbourne University Publishing. p. 87. ISBN 0-522-85082-0. ISBN 978-0-522-85082-6.
  11. Von Mises, Ludwig (1927) [1922]. Liberalism. p. 37.
  12. Ἀρχή. A Greek-English Lexicon. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  13. Konkin III, Samuel Edward (1980). New Libertarian Manifesto. p. 9.
  14. Anarchism/Minarchism: Is a Government Part of a Free Country?. Ashgate Publishing. 
  15. Holcombe, Randall G. (2004). „Government: Unnecessary but Inevitable“ (PDF). ციტირების თარიღი: 2 January 2020. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  16. Emmett, Ross B. (12 August 2011). Frank H. Knight in Iowa City, 1919–1928. Emerald Group Publishing. ISBN 978-1-78052-008-7. 
  17. Nozick, Robert (1974). Anarchy, State, and Utopia. Basic Books. ISBN 978-0-465-09720-3. 
  18. Gordon, David. SAGE Publications; Cato Institute. ISBN 978-1412965804. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  19. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2