საჭმელი ხარისფაშვა (ლათ. Morchella esculenta) — ხარისფაშვას გვარის სოკო ხარისფაშვასებრთა ოჯახისა.

საჭმელი ხარისფაშვა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  ხარისფაშვასებრნი
გვარი:  ხარისფაშვა
სახეობა:  საჭმელი ხარისფაშვა
ლათინური სახელი
Morchella esculenta (L.) Fr., 1801

პირველად აღწერა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Phallus esculentus.[1] ამჟამინდელი სახელწოდება Morchella esculenta მიიღო შვედი მიკოლოგის, ელიას მაგნუს ფრისისგან 1801 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Phallus esculentus L., 1753 basionym
  • Helvella esculenta (L.) Sowerby, 1797
  • Morellus esculentus (L.) Eaton, 1818
  • Morchella rotunda var. esculenta (L.) Jacquet., 1985

სოკოს ქუდის სიმაღლე 3-10 სმ-ს აღწევს, სიგანე — 2-4 სმ; კვერცხისებრი ან ელიფსებრია, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, შედეგად ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგისფერ-მურა ან მურა.

ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სიგანე — 2-3 სმ, ძირისკენ გამსხვილებული, ფუყე, მოთეთრო ან მოყვითალო.

რბილობი ღია ფერის (მოთეთრო, მოთეთრო-მოკრემისფრო ან მოყვითალო-ჟანგმიწისფერი), ცვილისებრი, მყიფე, თხელი, სასიამოვნო გემოთი. მკვეთრად გამოხატული სუნი არ გააჩნია.

სპორები ელიფსურია, ზომით 18-24x10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენალური შრე, რომელიც შედგება 300-350x15-17 მკმ ზომის ჩანთებისაგან, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.

გამოყენება

რედაქტირება

პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე წვრილად უნდა დაიჭრას და გაითუთქოს მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალი გადაიღვაროს.[3]

გავრცელება

რედაქტირება

საჭმელი ხარისფაშვა გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში — ევრაზიასა და (იაპონიის ჩათვლით) ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ავსტრალიასა და ტასმანიაში.

იზრდება ერთეულებად, იშვიათად ჯგუფებად, ნიადაგზე, ღია ადგილებში, ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, ზაფხულობით.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

საჭმელი ხარისფაშვა წააგავს მის ნათესავ სოკოებს, კონუსურს ხარისფაშვასა და Morchella elata-ს. მათგან განხვავდება ზომით, ქუდის მომრგავალო ფორმითა და უჯრედების განლაგებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 40, ISBN 99940-856-1-1.
  • Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с (Стр. 183).
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 44.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fries EM. (1753). Species Plantarum (Latin), გვ. 1178–79. ციტირების თარიღი: 2010-03-21. 
  2. Kuo M. Morchella esculenta. MushroomExpert.Com. ციტირების თარიღი: 2010-03-26.
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 40, ISBN 99940-856-1-1.