საცხენისი (მთა)

მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საცხენისი (მრავალმნიშვნელოვანი).

საცხენისიმთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედზე,[1] მდინარეების ძამისა და ტანის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია პალეოცენისა და ქვედაეოცენის მერგელებით, კირქვიანი ქვიშაქვებითა და თიხებით. მთის წვერი მობრტყელებულია, კალთები დამრეცი, შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

საცხენისი
საცხენისი, ხედი სოფ. ვაყის მიდამოდან
საცხენისი, ხედი სოფ. ვაყის მიდამოდან
კოორდინატები: 41°53′42″ ჩ. გ. 43°52′02″ ა. გ. / 41.89500° ჩ. გ. 43.86722° ა. გ. / 41.89500; 43.86722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქარელის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2030 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები მერგელი, კირქვიანი ქვიშაქვა და თიხა
საცხენისი (მთა) — საქართველო
საცხენისი (მთა)
საცხენისი (მთა) — შიდა ქართლი
საცხენისი (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება