საყორნის მთა

მთა საქართველოში, კახეთის მხარეში

საყორნის მთამთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე, საყორნის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2425 მ.

საყორნის მთა
საყორნის მთა
საყორნის მთა
კოორდინატები: 42°10′02″ ჩ. გ. 45°30′57″ ა. გ. / 42.16722° ჩ. გ. 45.51583° ა. გ. / 42.16722; 45.51583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2425 
ქედი საყორნის ქედი
საყორნის მთა — საქართველო
საყორნის მთა
საყორნის მთა — კახეთის მხარე
საყორნის მთა

მთაი ესე საყორნე კახეთისა სოფლებით, რომელნიცა პანკისს ახლო არიან, მატნიდამ, მარილისიდამ და სხვა სოფლებიდამ მის გარემოითა კარგად იხილვების, განსაკვირვებელისა სიდიდისა და სიმაღლისა მქონებელი. ხოლო გარეშენი მდაბიონი ერნი მათ დაბათა და სოფელთანი ზეპირ მოუთხრობენ მთისა მისთვის და პრომეტეოსისათვის; თუმცაღა ცვლილებით, მაგრამ მსგავსებითა ყოვლითურთ, ვითარცა არიან თქმულნი. ხოლო მთაი იგი მიხილავს მე თვით თვალითა ჩემითა მახლობელით მისით დაბათაგან და სოფელთა. რომელ ფრიად განსაკრთომელ რაიმე არს პირველად ხილვაი მისი. იტყვიან მუნებურნი, რომელ წინაპართა მათთა უჩვენეს მთა იგი დიდსა ალექსანდრეს მაკედონელსა ოდეს მოიწია იგი დაპყრობად ივერიისა.

— თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, სანკტპეტერბურგი. 1848, გვ. 8

ისტორიული წყაროები

რედაქტირება

თეიმურაზ ბატონიშვილს საყორნის მთა შეჰყავს იმ შვიდი მთის სიაში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქართული მოდგმა. შესაბამისად ამ მთებს უკავშირებს ქართველთა მთავარი კერპის — ბოჩის შვიდ ხელს.

მეორე არს კავკასიურთა მთათაგანი ეგრეთვე უმაღლესი, რომელსა ეწოდების საყორნე; უმეტეს საშინელითა კლდითა საკვირველად სახილველი. ესე უკვე მთა არს თავსა პანკისისა ხეობისასა კახეთის ქვეყანასა შინა. ერთ-კერძო ამა მთისა სახლობენ თუშნი, რომელნიცა არიან კახთა ერისგანნივე. ჰგონებენ ერნი ივერიისანი და რომელნიმე სხვანიცა ნათესავთაგანნი ისტორიკოსნი, რომელ ნამდვილ მთა იგი საყორნისა არს, რომლისაცასიმაღლისა კლდესა ზედა მიმსჭვალულ-იყო პრომეტეოს იუპიტერისა მიერ დასასჯელად სასტიკითა მით რისხვითა, რომელსაცა დღითი-დღე გაუპებდის გვერდსა მისსა და აღმოსჭამდიან ცოცხლისა გვერდ გაპებულისასა ყორანნი მის მთისანი ყოველსა შინაგანსა გულ-ღვიძლსა მისსა (ხოლო ყორანნი მის მთისანი ყოვლითურთ განეყოფიან სხვათა ყორანთა, ვინაჲდგან სასტიკ რამე არიან). ესრეთსა სატანჯველსა შინა მყოფი პრომეტეოს, დილეულ მარადის განცოცხლდებოდის და კვალად განუპებდის მას იუპიტერ გვერდსა და მისცემდის საჭმლად ფრინველთა. ესრეთსა სატანჯველსა შინა იყოფოდა პრომეტეოს მრავალ-ჟამ.

— თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, სანკტპეტერბურგი. 1848, გვ. 8-9