საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი 1992-2010 წწ, რომლის დანიშნულებაც იყო საქართველოს სამხედრო ძალების სხვა სახეობებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. სამხედრო-საჰაერო ძალებში გაუქმებამდე ირიცხებოდა 1 813 პერსონალი და მის განკარგულებაში იყო სხვადასხვა ტიპი სამხედრო-საჰაერო ტექნიკა. სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ და შემდგომ საქართველოს 1997 წელის 31 ოქტომბრის კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“. ამჟამად, საქართველოს სსძ, მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პერსონალით, გარდაქმნილია სახმელეთო ჯარების საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადებად.
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები | |
---|---|
![]() საქართველოს საჰაერო ძალების დროშა | |
აქტიური | 1991-2010 |
ქვეყანა | ![]() |
შემადგენლობა | საქართველოს შეიარაღებული ძალები |
რაოდენობა | 2,500 პერსონალი 42 თვითმფრინავი |
ბაზირების ადგილი | ალექსეევკა, თბილისი |
ბრძოლები | რუსეთ-საქართველოს ომი 2008 |
მეთაურები | |
საჰაერო ძალების მეთური | პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა |
განმასხვავებელი ნიშნები | |
ემბლემა | ![]() |
საფრენი აპარატები | |
მოიერიშე | სუ-25 |
ვერტმფრენი | მი-8, UH-1H |
მოიერიშე ვერტმფრენი | მი-24, მი-35 |
სავარჯიშო | იაკ-52, L-39 |
სატრანსპორტო | ან-2 |
ისტორიარედაქტირება
სამხედრო-საჰაერო ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1991-1992 წწ საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად. 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო. 1992 წელს მიღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა საჰაერო ძალების როლი რესპუბლიკის თავდაცვაში. 1995 წლის 27 აპრილს სსძ-ს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა, ამ დროისთვის საჰაერო ძალებში უკვე ირიცხებოდა 1,000 კაცი. 1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ახალი კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა სამხედრო-საჰაერო ძალების ადგილი სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზებაში.[1] 2001 წლის საკანონმდებლო ცვლილებით სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა[2], ხოლო 2010 წელს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების შემადგენლი სახეობა გაუქმდა[3] და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების სახით[4]. გაუქმებამდე მის შემადგენლობაში იყო 1,813 სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, 22-მდე სამხედრო თვითმფრინავი (სუ-25КМ/УБ, L-39, იაკ-52), 11 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი (მი-24, მი-8, UH-1H, მი-2) და 380 საჰაერო თავდაცვითი რაკეტა კლასი „მიწა-ჰაერი“.
სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა, როგორც 1992-1993 წწ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, ისე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში.
აფხაზეთის ომში 1992 წლის 28 სექტემბრიდან 1993 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს ძალებმა 280-მდე საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. ქართულ მოიერიშეებს მართავდნენ პილოტები: სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე, ვალერი ნაყოფია, სლავა ჯაბუა, დაქა ყიზილაშვილი, რეზო ნარუშვილი, თამაზ ნადირაშვილი, კახა თვაური, ალან ლაკოევი, ზვიად ბექაური, ვოვა შებეტოვი, ლადო ავლოხაშვილი, მალხაზ ტაბატაძე, გოჩა შინგაზდილოვი, დავით გუგულაშვილი, ვლადიმერ ბალაევი, იგორ ბედუსენკო და ზურაბ იარაჯული. საბრძოლოს მოქმედებების დროს საქართველომ ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი და ათზე მეტი შვეულმფრენი დაკარგა. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე 1993 წლის 23 სექტემბერს დაიღუპა სოხუმთან ბრძოლების დროს.[5]
პირველი სამხედრო გაფრენა 1992 წლის 19 სექტემბერს შესრულდა სუ–25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით და ეს დღე 1995 წელს ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.
მისიები და მიზნებირედაქტირება
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს გააჩნია შემდეგი მიზნები:
- მართოს და დაიცვას საქართველოს საჰაერო სივრცე.
- ჩაატაროს საჰაერო დაზვერვა და დაკვირვება.
- დახმარება აღმოუჩინოს შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებს.
- ჩაატაროს საჰაერო ევაკუაცია და სამაშველო ოპერაციები.
- აწარმოოს პერსონალის და ტვირთის ტრანსპორტირება.
სტრუქტურარედაქტირება
თვითმფრინავის ინვენტარირედაქტირება
თვითმფრინავი | წარმოშობა | ფუნქცია | ვარიანტები | გამოყენებაში | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|---|---|
გამანადგურებელი თვითმფრინავი | ||||||
სახმელეთო-მოიერიშე თვითმფრინავი | ||||||
სუ-25КМ სკორპიონი | სსრკ / ისრაელი / საქართველო | მოიერიშე | სუ-25КМ სუ-25УБ |
12 | ||
სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის თვითმფრინავი | ||||||
ან-2 | სსრკ პოლონეთი |
სერვისის თვითმფრინავი | ან-2 | 10 | ||
ან-24 | სსრკ | ტაქტიკური ტრანსპორტი | ან-24 | 2 | ||
ან-32 | სსრკ | ტაქტიკური ტრანსპორტი | ან-32 | 1 | ||
სავარჯიშო თვითმფრინავი | ||||||
იაკ-52 | სსრკ | სასწავლო | იაკ-52 | 10 | ||
L-39 ალბატროსი | ჩეხოსლოვაკია | სავარჯიშო | L-39 | 7 | ||
მოიერიშე ვერტმფრენები | ||||||
მი-24 | სსრკ | მოიერიშე ვერტმფრენი | მი-24В მი-24П |
5 | ||
სატრანსპორტო და სერვისის ვერტმფრენები | ||||||
UH-1H იროკეზი | აშშ | სერვისის ვერტმფრენი | UH-1H | 24 | ||
მი-2 | პოლონეთი | სერვისის ვერტმფრენი | მი-2 | 20 | ||
მი-8 | სსრკ | სატრანსპორტო ვერტმფრენი | მი-8Т მი-8МТВ-1 |
18 | ||
უპილოტო საფრენი აპარატები | ||||||
ჰერმეს 450 | ისრაელი | უპილოტო საფრენი აპარატი | ჰერმეს 450 | 15 |
აღჭურვილობარედაქტირება
- თვითმფრინავები
- 8 სუ-25КМ
- 3 სუ-25УБ
- 11 L-39 ალბატროსი
- 2 L-29 დელფინი
- ვერტმფრენები
საჰაერო თავდაცვარედაქტირება
- 15 9К37 ბუკი
- 5 С-125 ნევა/პეჩორა
- 18 9К33 ოსა
- ?? 9К32 სტრელა-2
- ?? 9К38 იგლა
- 8 ЗСУ-23-4 შილკა
- 2 სპაიდერი
- 15 С-60
- 40 МТ-ЛБ ბუქსირებადი ЗУ-23-2-თ.
- 30 გრომი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა რაკეტის გასაშვები მოწყობილობა 100 რაკეტით.
გალერეარედაქტირება
მი-24 მოიერიშე ვერტმფრენი
საქართველოს UH-1H იროკეზი
მი-8Т სატრანსპორტო ვერტმფრენი
საქართველოს სუ-25УБ
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ საიტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2009). ციტირების თარიღი: 2012.
- სამხედრო–საჰაერო ძალების ისტორია. სტატია. geo-army.ge. ციტირების თარიღი: 2012.
- საქართველოს თავდაცვის შესახებ. საქართველოს კანონი. საქართველოს პარლამენტის ვებ პორტალი (1997). ციტირების თარიღი: 2012.
სქოლიორედაქტირება
- ↑ თავდაცვის შესახებ: მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა.
- ↑ თავდაცვის შესახებ: ცვლილება 1127-Iს, 2001.
- ↑ თავდაცვის შესახებ: ცვლილება 3018–რს, 2010.
- ↑ თავდაცვის სამინისტრო: სახმელეთო ჯარების სტრუქტურა.
- ↑ ალადაშვილი, ირაკლი. „კაბინეტებში წაგებულ ომს მფრინავები ჰაერში ვერ მოიგებდნენ: 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიაცია ათი წლის გახდა[მკვდარი ბმული]“. «კვირის პალიტრა», 2002-09-23.