საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია
თარგი:Notability თარგი:Infobox university
თბილისის სამედიცინო აკადემია— უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია დაარსდა 1935 წელს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის სახით, ხოლო 1941 წელს მას ეწოდა “თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი”.
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 8 დეკემბრის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 25 იანვრის დადგენილებებით თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი გადავიდა საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში, სტატუსით გათანაბრებული იყო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან და იწოდებოდა “სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი”.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 30 აგვისტოს განკარგულებით თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების გარდა დაევალა სტუდენტ-მედიკოსთა სწავლებაც, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 3 თებერვლის. განკარგულებით ინსტიტუტს მიენიჭა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და ეწოდა “თბილისის სამედიცინო აკადემია”.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტთა ფაკულტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1996 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით აკადემიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია” ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადებისა და დახელოვნების სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით კი აკადემიას დაეკისრა სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) და უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვაში საბაზისო დაწესებულების ფუნქცია და ეწოდა “საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”.
ორგანიზაცია
რედაქტირებადღეისათვის, სსსა-ში შემდეგი კათედრებია: აკადემიის კათედრები
- ქირურგიის კათედრა ტრავმატოლოგიის კურსით
- თორაკო-აბდომინური ქირურგიის კათედრა
- რეკონსტრუქციული-პლასტიკური და სისხლძარღვთა მიკროქირურგიის კათედრა
- პროქტოლოგიის კათედრა
- მეან-გინეკოლოგიის №1 კათედრა
- მეან-გინეკოლოგიის №2 კათედრა
- რეპროდუქტოლოგიის კათედრა
- უროლოგიის კათედრა
- ბავშვთა ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრა
- თვალის სნეულებათა კათედრა
- ონკოლოგიის კათედრა
- ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრა
- ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრა, კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსით
- პულმონოლოგიის და ფთიზიატრის კათედრა
- საოჯახო მედიცინის კათედრა
- შინაგან სნეულებათა კათედრა
- კარდიოლოგიის კათედრა
- პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრა
- ინფექციურ სნეულებათა კათედრა
- დერმატოვენეროლოგიის კათედრა
- ნერვულ სნეულებათა კათედრა, ფსიქიატრიის კურსით
- ნარკოლოგიის კათედრა
- ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა
- ენდოკრინოლოგიის კათედრა
- რევმატოლოგიის კათედრა
- ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრა
- სპორტული მედიცინის, ფიზიკური რეაბილიტაციის და რაიტთერაპიის კათედრა
- სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის კათედრა
- სამედიცინო რადიოლოგიის კათედრა, ენდოსკოპიის კურსით
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა
- მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრა
- კლინიკურ-ლაბორატორული დიაგნოსტიკის კათედრა
- კლინიკური ანატომიის კათედრა
- პათოლოგიური ანატომიის და სასამართლო მედიცინის კათედრა
- ბიოსამედიცინო ეთიკისა და მედიცინის ისტორიის კათედრა
- ფუნდამენტური მედიცინის კათედრა
პარტნიორები
რედაქტირებამსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში
ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა დაიწყო საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შენობის რენოვაცია და აღჭურვა.
ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკის და უნარ - ჩვევების სასწავლო ცენტრი.
ექიმთა გაცვლითი პროგრამა(GIGAX) 2 X 6 თვით 12 სპეციალისტის გადამზადება ბავშვთა ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში.
GIGAX პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობა ქალაქ ვენის (ავსტრია) წმინდა ანას ბავშვთა ჰოსპიტალითან არსებულ ავთვისებიანი სიმსივნეების კვლევის ცენტრთან.
სამხრეთ კავკასიის ჯანმრთელობის საინფორმაციო პროექტი ("South Caucasus Health Information Project")
კანადური საზოგადოება საერთაშორისო ჯანმრთელობისათვის (Canadian Society for International health)
ხელშეკრულებები სხვა უნივერსიტეტებთან
რედაქტირებასაქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საპატიო წევრები
რედაქტირებასაქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დოქტორ ჰონორეს კაუზასის საპატიო ტიტული, მიენიჭა შემდეგ პირებს:
პერიდონტოლოგიის ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიის წევრი, გერმანიის დენტალური იმპლანტოლოგიის აკადემიის წევრი.
- პრივატ. დოცენტ ალფრედ აშოფი - ნევროლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა, ქ. ჰაიდელბერგი, გერმანია.
- პროფ. იოან არლი - ნევროლოგიის დეპარტამენტი, ოკლენდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქ. ბერგენი, ნორვეგია.
- უნივერსიტეტის პროფესორი ფრანც გერშტენბრანდი - EFNS-ის ექს-პრეზიდენტი,
- პროფესორის ასისტენტი პაველ კალვაჩი - EFNS-ის პრაღის ოფისის პრეზიდენტი, ნევროლოგიის ფაკულტეტი, ქ. კარლოვსკი, ვინოჰრადი.
- პროფ. ამოს კორჩინი - ნეიროფაციალური ინსტიტუტის დირექტორი, ტელ-ავივის უნივერსიტეტი, ქ. ტელ-ავივი, ისრაელი.
- პროფ. ალბერტ ბაერტი - რადიოლოგიის დეპარტამენტი, ბელგია.
- პროფ. ვერნერ ჰაკე - ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლოსის სახელობის უნივერსიტეტი, გერმანია.
- პროფ. ნატან ბრონშტეინი - ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იხილოვის ჰოსპიტალი, ტელ-ავივის უნივერსიტეტი, ქ. თელ-ავივი, ისრაელი.
- ალექსანდრე რაზუმოვსკი - ჯონ ჰოპკინზის კლინიკის ხელმძღვანელი ნეირომეცნიერების დარგში, ქ. ბალტიმორი, აშშ.
- პროფ. კლაუს-პეტერ მაიერი - ქ. ესლინგენის კლინიკური ჰოსპიტალი, ტიუბინგენის უნივერსიტეტის სასწავლო ჰოსპიტალი, გერმანია.
- პროფ. ჰუგო ვან აკენი - ანესტეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ. მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია.
- იურგენ რადომსკი - სიმენსის ვიცე-პრეზიდენტი, რადიოლოგი.
- პროფ. რაინ მიულერი - რადიოლოგი, ქ. გრაცის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სამედიცინო ფაკულტეტი, ავსტრია.
- ლეონიდ როშალი - გადაუდებელი ქირურგიის და ბავშვთა ტრავმის დეპარტამენტის უფროსი
პედიატრიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი, ქ. მოსკოვი, რუსეთი.
- ჯანლუიჯი მელოტი - პროფესორი იტალიის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქ. მოდენის სანტ-აგოსტინოს კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.
- გიუნტერ მლინსკის მიენიჭა აკადემიის საპატიო პროფესორის ქ.გრაიფსვალდის (გერმანია) ერნსტმორიტცარნდტ უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი.
თანამშრომლობა ორგანიზაციებთან:
რედაქტირებასაზოგადოებრივი/სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებასაქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკი (პროექტი პირველადი ჯანდაცვა II) და ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის განვითარებისათვის ხელშეწყობას. საამისოდ დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ქვეყანაში საოჯახო მედიცინის განვითარებისა და ოჯახის ექიმთა მზადების სისტემის აკადემიური სისტემის ჩამოყალიბება, პირველადი ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სათანადო მოცულობისა და ხარისხის უზურნველყოფა.
ზემოთ მოხსენიებული ღონისძიებებია:
- აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა, მათ შორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ცენტრის დაფუძნება;
- საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შტატის განსწავლა/მომზადება;
- საოჯახო მედიცინის ფაკულტეტისათვის ხელშეწყობა სხვა სპეციალობების ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების პროცესში და მთლიანად ქვეყანაში საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მონაწილეობასა და წარმართვაში.