თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

ეს სტატია ორგანიზაციას ეხება. შენობის შესახებ იხილეთ პიონერთა სასახლე .

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (ყოფილი ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, შემოკლებით პიონერთა სასახლე) — თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი, მრავალპროფილიანი, საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულება, ბავშვებისა და სასკოლო ასაკის მოზარდთა არასასწავლო, თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მეთავე დაწესებულება რესპუბლიკასა და დედაქალაში, ამ მუშაობის მეთოდური ცენტრი.

თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
აბრევიატურა სმაეს
შეიქმნა 1941
სტატუსი სსიპ
ტიპი სასწავლო-საგანმანათლებლო
მდებარეობა ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №6
ემსახურება რეგიონს საქართველო
ენა ქართული
დირექტორი თინათინ რუხაძე
მთავარი ორგანო დირექტორატი
მშობელი ორგანიზაცია თბილისის მერია
გაწევრიანება მოსწავლეები და სკოლის ასაკის ახალგაზრდები
ყოფილი სახელი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე < საქართველოს ახალგაზრდობის სახლი < საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე < პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე

დაარსდა 1941 წელს, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. შემდგომ, მრავალგზის განიცადა ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია და ამჟამად წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ინარჩუნებს ძირითად პროფილს: სკოლისგარეშე, მრავალპროფილიან სპორტულ-სასწავლო დაწესებულება. სასწავლო პროცესი აგებულია ნებაყოფლობით პრინციპზე და მიმდინარეობს სპეციალურად შემუშავებულ ასაკობრივი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.

ისტორია რედაქტირება

სასახლე დაარსდა 1941 წელს, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. 1990 წელს გაადერქვა სახელი და ეწოდა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე. 2011 წელს განხორციელდა ორგანიზაციის ლიკვიდაცია და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ხელახლა დაფუძნდა, როგორც სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სახლი და მასზე სახელმწიფო კონტროლი დაევალა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც ასევე ამტკიცებდა მის დებულებას. [1] 2012 წლის აპრილში ახალგაზრდობის სახლს ეწოდა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.[2]

2015 წელს კვლავ განხორციელდა რეფორმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზაცია ლიკვიდირებულ იქნა სამინისტროს შემადგენლობაში, ხოლო მის ბალანზე რიცხული ქონება გადაეცა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ იმავე პროფილის დაწესებულებას.[3].იმვე წელს, 6 მაისს, თბილისის მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა ააიპ მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.[4]

რეფორმამდე ორგანიზაციაში მოქმედებდა 13 კაბინეტი, 6 სტუდია და 1 სახელოსნო. მუშაობდა 550-მდე წრე, 7000-მდე რეგისტრირებული მოსწავლით.[5] 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასახლეში ფუნქციონირებს 15 საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულება და კლუბები.[6]

სტრუქტურა რედაქტირება

სასახლე აერთიანებს 15 საგნობრივ, საშემსრულებლო მიმართულებასა და სხვადასხვა კლუბს, აქვს საკუთარი გაზეთი, სასწავლო სტამბა, ბიბლიოთეკა, თეატრი და ობსერვატორია.

სასახლეს ხელმძღვანელობს დირექტორი (ამჟამად თინათინ რუხაძე), რომელსაც მმართვაში ეხმარება სამი მოადგილე. დირექტორატს სასახლის მართვა-გამგეობაში ეხმარებიან სემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულებების მართვის ჯგუფი, აქ შედიან ასევე პლანეტარიუმი და ბიბლიოთეკა;
  • საფინანსო სამსახური:
    • რეგისტრაციის განყოფილება;
    • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახური;
    • იურიდიული განყოფილება
  • პროექტებისა და პროგრამების სამსახური;
  • ღონისძიებთა უზრუნველყოფის სამსახური;
    • მუზეუმი

დირექტორატს ცალკე ემორჩილებიან:

  • სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრი;
  • ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
 
ახალგაზრდობის სასახლე
 

შენობა რედაქტირება

სასახლის შენობა (დღევანდელი რუსთაველის გამზირზე) აიგო 1802 წელს როგორც მთავარმართებლის სახლი, 1807 წელს ახალი ნაგებობებით შეცვალეს, ოციან წლებში კი ამავე ადგილზე ახალი სასახლე აიგო აკადემიკოს ა. სემიონოვის პროექტით. 1865-1868 წლებში ჩატარდა სასახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორ ო. სიმონსონის პროექტით. 1917-1921 წლებში სასახლეში (მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლიდან, ამ შენობაში მოთავსდა საქართველოს სსრ ცაკი და ეწოდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე. 1937 საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს მიენიჭა ბორის ძნელაძის სახელი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჟღენტი თ., სტატია „პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე“, ქსე, ტ. 8, გვ. 66, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2011 (2011). ციტირების თარიღი: 2012.
  2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2012 (2012). ციტირების თარიღი: 2012.
  3. msy: [http://msy.gov.ge/files/111/Sajaro%20Informacia/111.pdf სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი სსიპ - დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის # 637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |work=საქართველოს მთავრობის დადგენილება #33, 2015. წაკითხვის თარიღი: 2018 }}
  4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაფუძნებისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ; მთავრობის N18.37.533 განკარგულება
  5. msy: სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სამინისტრო > დაქვემდებარებული უწყებები. წაკითხვის თარიღი: 2012
  6. youthpalace: მიმართულებები დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 2012