ბორის დავითის ძე ძნელაძე (დ. 23 აგვისტო [ძვ. სტ. 5 სექტემბერი], 1901, გორი — გ. 5 ოქტომბერი, 1923, ბორჯომი) — საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი. კომპარტიის წევრი 1917 წლიდან. 1917-1918 წლებში ძნელაძის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოყალიბდა „სპარტაკის“ ორგანიზაციები.

ბორის ძნელაძე

ბორის ძნელაძე
დაბადების სახელი ბორის ძნელაძე
დაბადების თარიღი 23 აგვისტო/5 სექტემბერი, 1901
გორი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 1923
ბორჯომი, საქართველო
დაკრძალულია თბილისი
საქმიანობა რევოლუციონერი/კომკავშირელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1919 წელს იგი აირჩიეს „სპარტაკის“ თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელად, შემდეგ „სპარტაკის“ ამიერკავკასიის დროებითი სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელად, სექტემბერში — რაკკ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საწინააღმდეგო მოღვაწეობისათვის ძნელაძე 1919-1920 წლებში ხელისუფლებამ 5-ჯერ დააპატიმრა და 2-ჯერ გაასახლა საქართველოდან. 1920 წლის აგვისტოში აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მდივნად. მონაწილეობდა რაკკ III ყრილობის მუშაობაში.

1921 წელს მე-11 წითელი არმიის რიგებში იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. იმავე წლის თებერვალში აირჩიეს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, სექტემბერში კი რაკკ კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში შეიყვანეს და კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალეს. 1921 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს კპ დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად. შემდეგ მუშაობდა სამხარეო სკოლის პოლიტკომისრად.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მისი სახელობის იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე. 1958 წელს ბურნათში ამოქმედდა მისი სახლ-მუზეუმი. 1976 წელს ქალაქ თბილისის მახლობლად, შავნაბადის მთის სამხრეთ კალთაზე, გაშენდა „კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟვანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 279-280.
  • ბორის ძნელაძე. კრებული შეადგინა ვ. ფანქველაშვილმა, თბ., 1981.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება