ბორის ძნელაძის მწვერვალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში
ბორის ძნელაძის მწვერვალი — მწვერვალი საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938 წლიდან, როდესაც მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯავრიშვილი), საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის — ბორის ძნელაძის სახელი ეწოდა.
ბორის ძნელაძის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′52″ ჩ. გ. 44°45′22″ ა. გ. / 42.664528° ჩ. გ. 44.756194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 4000 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 464.