საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სქიზმატური ეკლესიები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სქიზმატური ეკლესიებიმართლმადიდებელი ეკლესიები საქართველოში, რომლებიც სქიზმაში იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. განხეთქილებები ძირითადად ორმა, ეკლესიოლოგიურმა და პოლიტიკურმა მიზეზებმა განაპირობა. სეპარატისტული მიმდინარეობისაა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, პრაქტიკულად, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კონტროლდება.

განხეთქილებების მიზეზები

რედაქტირება

საქართველოს საპატრიარქოსთან დაპირისპირებული სასულიერო პირებისა და მრევლის ჯგუფები გაჩნდა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობამ ეკუმენისტურ მოძრაობაში გამოიწვია ანტიეკუმენურად განწყობილი მრევლისა და სასულიერო პირების განდგომა. ანტიეკუმენისტებმა ეკუმენისტობის ბრალდება, რაც გულისხმობდა ეკუმენურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებთან თანალოცვას, წაუყენეს ილია II-ს. ანტიეკუმენისტების ზეწოლის გამო 1997 წლის 20 მაისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა ყველა ეკუმენური ორგანიზაცია, თუმცა ანტიეკუმენისტების ჯგუფმა წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ საქართველოს ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებიც ჩაბმული არიან ეკუმენურ მოძრაობაში. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავდა ყველა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტას და საპატრიარქომ ის არ დააკმაყოფილა. შედეგად რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მრევლი გავიდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან და კავშირი დაამყარა მსოფლიოს სხვა სქიზმატურ ეკლესიებთან.

დაპირსპირების მეორე, პოლიტიკური მიზეზი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობა. მრევლის ნაწილის აზრით, საქართველოს საპატრიარქომ არ გასწია ძალისხმევა გამსახურდიას დამხობის და საქართველოს სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად. ამის გამო 1992-1995 წლებში გამსახურდიას მომხრე პირთა შორის დაეცა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ავტორიტეტი და ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიმდევრების მიერ ჩამოყალიბდა ცალკე დაჯგუფება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი ეკლესიების სია

რედაქტირება
  • მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, ე.წ. ბოსტონის დაჯგუფება
  • ბერძნული სქიზმა, ქრიზოსტომოსის ფრთა, არქიმანდრიტ გრიგოლ კობახიძის ჯგუფი
  • ბერძნული სქიზმა, კვიპრიანეს ფრთა, ცნობილი, როგორც გლდანის დევნილი ეპარქია
  • მოსკოვის სქიზმა, ეპისკოპოსების ამბროსის, მოსეს და ნოდარის შემადგენლობით
  • სტაროვერები, ეპისკოპოსები იონა და პავლე
  • ზედაზნის ჯგუფი, მღვდელი ლავრენტი ბუზაშვილი და ბორის ივანოვი
  • სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი, ფოთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი
  • სხვენის მართლმადიდებელი ეკლესია, ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის მეთაურობით, სხვა დანარჩენებისგან გამოირჩევა ეკუმენიზმის მიმართ თანაგრძნობით

ლიტერატურა

რედაქტირება