ქრისტეფორე (წამალაიძე)

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ერისკაცობაში — ომარ იასონის ძე წამალაიძე; დ. 17 აგვისტო, 1943, სიონი, ყაზბეგის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979-1995 წლებში, სხვენის მართლმადიდებლი ეკლესიის წინამძღვარი 2000 წლიდან.

ბიოგრაფია რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა სოფელ სიონის საშუალო სკოლა, 1962 წელს კი თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი. 1966-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.

1978 წლის 19 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ომარ წამალაიძე ეკურთხა დიაკვნად და ეწოდა სახელი თორღვა, ხოლო 1979 წლის 27 იანვარს — მღვდლად. 1979 წლის აგვისტოში ბერად აღიკვეცა და სახელად ქრისტეფორე ეწოდა. იგი 1979 წლის 19 აგვისტოს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად კვირას იკურთხა სიონში[1]. ეპისკოპოსი ქრისტეფორე იყო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსი. 1980 წლიდან განაგებდა ნიკორწმინდის ეპარქიას, 1981 წლიდან 1992 წლამდე - მარგვეთის ეპარქიას, ამავე დროს მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო დაახლოებული ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან.

გამსახურდიას დამხობის შემდეგ დაეძაბა ურთიერთობა სინოდის წევრებთან და საქართველოს მთავრობასთან. 1992-1995 წლებში განაგებდა აგარაკ-წალკის ეპარქიას, 1995 წლის 5 აპრილიდან 31 ივლისამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიას, საიდანაც მრევლის საჩივრის გათვალისწინებით გადაიყვანეს ბოლნისისა და დმანისის ეპარქიაში. ამის შემდეგ ეპისკოპოსი ქრისტეფორე მასზე თავდასხმების და ფიზიკური ანგარიშსწორების გამო წავიდა ემიგრაციაში. 1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდის განჩინებით ეპარქიის უნებართვოდ მიტოვების გამო გამოყვანილ იქნა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება. 1998 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წამოიწყო გამსახურდიას მომხრეების შერიგების პროცესი. ეპიკოპოსი ქრისტეფორე დაბრუნდა საქართველოში და საპატრიარქოს მიმართა ეპარქიაში აღდგენის თხოვნით. 1999 წლის 2 თებერვალს სინოდმა განიხილა მისი საკითხი და შესაძლებლად მიიჩნია მისი აღდგენა, თუმცა პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. 2000 წელს ქრისტეფორემ ჩამოაყალიბა საკუთარი სამრევლო და დაიწყო საკუთარი სახლის სხვენში წირვების ჩატარება. 2000 წლის 14 დეკემბერს მისი საკითხი ხელახლა განიხილა სინოდმა, ძალაში დატოვა მღვდელმოქმედების აკრძალვა და მოითხოვა მისგან დამოუკიდებელი მღვდელმოქმედების შეწყვეტა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება