სატუნის პროვინცია

(გადამისამართდა გვერდიდან სატუნის პრვინცია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სატუნის პროვინცია (ტაი: สตูล; მალაიური: Setul) — ტაილანდის სამხრეთ პროვინციებიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. სატუნის მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ტრანგი, ფათალუნგი და სონგქალა. სამხრეთით ესაზღვრება მალაიზიის პერლისის ტერიტორიას.

პროვინცია
სატუნის პროვინცია
ტაი. สตูล
დროშა გერბი


สตูล สงบ สะอาด ธรรมชาติบริสุทธิ์
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Satun
შიდა დაყოფა Mueang Satun, Khuan Don, Khuan Kalong, Tha Phae, La-ngu, Thung Wa და Manang
კოორდინატები 6°37′26″ ჩ. გ. 100°04′01″ ა. გ. / 6.62389° ჩ. გ. 100.06694° ა. გ. / 6.62389; 100.06694
ფართობი 2 479 კმ²
მოსახლეობა 321 574 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 130 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 074
საფოსტო ინდექსი 91
ოფიციალური საიტი satun.go.th

ტოპონიმი

რედაქტირება

ტერმინი სატუნი მალაიური ორიგინალური სახელის, სეტულის (სანტოლი, ან ველური მანგოსტინის ხე) ტაილანდური ანალოგია.

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინცია მალაკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ანდამანის ზღვის სანაპიროზე. სონგქალას პროვინციიდან სატუნი გამოყოფილია ნახონ სი თამარატის ქედით, ხოლო მალაიზიიდან სანქალახირის მთებით.

კო ტარუტაოს და კო პეტრას საზღვაო ეროვნული პარკები პროვინციის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. მალაიზიის საზღვართან ახლოს მდებარეობს თჰალე ბანის ეროვნული პარკი, რომელიც მტკნარი წყლის დაჭაობებული ტერიტორიაა.

1916 წლამდე სატუნი იყო მალაიური ტერიტორია, რომელიც სეტულ მამბანგ სეგარას სამეფოს სახელით იყო ცნობილი. ეს ტერიტორია მჭიდრო კავშირში იყო ქედაჰის სასულთნოსთან. ამ პერიოდის შემდეგ მას მართავდა ნახონ სი თამარატიდან გაგზავნილი გუბერნატორი. 1897 წელსსატუნი გახდა ნაწილი მონთონ სიბურის (ახლანდელი ქედაჰი), რომელიც 1909 წელს გაყოფილი იყო ბრიტანეთის იმპერიასა და სიამსს შორის 1909 წლის ანგლო-სიამის ხელშეკრულების შედეგად. ამ პერიოდში პროვინციაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტაილანდელი იყო. ამოს შემდეგ სატუნის პროვინცია მონთონ ფუკეტის ნაწილი გახდა. მონთონის მმართველობა აქ 1933 წელს დასრულდა, რის შემდეგაც სატუნის პროვინცია ტაილანდის შემადგენლობაში ოფიციალურად შევიდა.

პროვინციის მთავარი დანიშნულება საპორტო უნდა ყოფილიყო, რომელიც პაკ ბარას ღრმაწყლოვან პორტსა და ლა- ნგუს რაიონს მოიცავდა.

პროვინციის ბეჭედზე გამოსახულია პრა სამუტი (სამუდრა/ समुद्र), თჰევაა (დევა/ देवा), რომელიც ზღვის ნაპირას კლდეზე ზის. მის უკან კი- მზის ჩასვლის სურათი იშლება. პრა სამუტ თჰევაა არის სული, რომელსაც ზღვის დამცველის ფუნქცია აქვს. კლდე მისი ღვთიური სატრანსპორტო საშუალებაა. მზის ჩასვლა ანდამანის ზღვის სიმბოლოა, რომელიც პროვინციას დასავლეთით ესაზღვრება.

პროვინციული ხეა ტაილანდური ვარდის ხე ან ფჰა-იუნგკლაეპ. ხოლო პროვინციული ყვავილია თოვლიანი ორქიდეის ხე. სატუნის პროვინციას გააჩნია დევიზიც, რომელიც ასე ჟღერს: ,,მშვიდობიანი, სუფთა და მრავალფეროვანი ბუნება".

დემოგრაფია

რედაქტირება

ნარათივატის, იალასა და პატნის მსგავსად, სატუნი ტაილანდის ოთხი პროვინციიდან ერთ – ერთია, სადაც მოსახლეობაში მუსლიმები ჭარბობენ. პროვინციის მოსახლეობის 76,77 პროცენტი მუსლიმია, 23,02 პროცენტი კი ბუდისტი.[1] ადგილობრივი მუსლიმების უმრავლესობა მალაიური წარმოშობისაა, თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 9,9 პროცენტი აცხადებს, რომ ეთნიკურად მალაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საუბრობს სამხრეთულ ტაიზე.[2] ატუნში გამოყენებული მალაიური დიალექტი მკაფიოდ განსხვავდება მალაიურის ტრადიციული ვერსიიდან და ახლოს არის მალაის ქედაჰის დიალექტთან.[3]

ვინაიდან სატუნი ეკუთვნოდა ქედას სულთანატს, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც აიუთჰაიასთან, ისე სიამთან ჩაქრის დინასტიის დროს, მალაიელი მუსლიმები ჩვეულებრივად, არანაირი ყოყმანის გარეშე ქორწინდებიან ტაილანდელ ბუდისტებზე. ამ ჩვეულებამ შექმნა მკაფიო სოციალური ჯგუფი, რომელიც ცნობილია სამსამის სახელით, რომელთა სახელიც სიტყვა- სიტყვით შერეულ ადამიანს ნიშნავს. სამსამების უმეტესობა მუსლიმია.[4]

ტაილანდის სხვა მაჰმადიანი პროვინციებისგან განსხვავებით, სატუნს არ აქვს ისტორიული პოლიტიკური დაპირისპირება ბანგკოკის ცენტრალურ ძალაუფლებასთან და არც დაძაბულობა ბუდისტ მოსახლეობასთან, რომლებიც ტაილანდში უმრავლესობას წარმოადგენენ.[5] სატუნში მალაიზიელი მაჰმადიანები და ბუდისტები ყველანაირი დაპირისპირების გარეშე ცხოვრობენ ერთად.

ეკონომიკა

რედაქტირება

სატუნის პროვინციის ოფისის სპიკერის თანახმად, პროვინციის ტურიზმის შემოსავალი 2010 წლიდან 2013 წლამდე ორიდან 6.3 მილიარდ ბატამდე გაიზარდა, ტურისტების რიცხვი კი- 690,000-დან 1,13 მილიონამდე. [6]

აეროპორტების დეპარტამენტმა 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ პროვინციის მთავარ აეროპორტს ტექნიკურად გადაამზადებენ. [7]

 
მუ კო ფეტრას ეროვნული პარკის პანორამული ხედი
  1. "ข้อมูลทั่วไปจังหวัดสตูล". დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine. Satun Province. Retrieved 20 March 2020.
  2. Institute of South East Asian Studies (1988). The South East Asian Review. Institute of South East Asian Studies. p. 15.
  3. Institute of South East Asian Studies (1988). The South East Asian Review. Institute of South East Asian Studies. p. 15.
  4. Andrew D.W. Forbes (1988). The Muslims of Thailand. Soma Prakasan. p. 12. ISBN 974-9553-75-6.
  5. Moshe Yegar, Between Integration and Secession
  6. Wangkiat, Paritta (25 April 2015).Satun residents stage more port protests" ". Bangkok Post. Retrieved 26 April 2015.
  7. "Satun Airport coming?". Bangkok Post (Life, Travel). 11 October 2018. p. 4.