სარიქოლის ქედი
სარიქოლის ქედი — ქედი აღმოსავლეთ პამირში, ტაჯიკეთისა და ჩინეთის საზღვრებზე. მდინარეების ტარიმის, ამუდარიისა და ყარაქოლის ტბის აუზების წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 350 კმ, სიმაღლე 6351 მეტრამდე. უმთავრესად აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. ტაჯიკეთის ფარგლებში ეშვება 240 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 144 კმ². კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ცივი მაღალმთის უდაბნოს მეჩხერი მცენარეულობით.
სარიქოლის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 38°37′55″ ჩ. გ. 74°29′52″ ა. გ. / 38.63194° ჩ. გ. 74.49778° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი ჩინეთი |
სიმაღლე | 6351 მ |
სიგრძე | 350 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 106.