სარაცენიასებრნი (ლათ. Sarraceniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მწერიჭამია მრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და დოქისებრი ან მილისებრი ფოთლები (ასციდიები) აქვთ, რითაც იჭერენ მწერებს და სხვა პატარ-პატარა ცხოველებს.

სარაცენიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Sarraceniaceae

კაშკაშად შეფერილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლებით, საიდანაც გამოიყოფა ნექტარი. მათი ყვავილები დიდია, მარტოული ან მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია, იხსნება საგდულებით.

17-მდე სახეობას აერთიანებს 3 გვარი: სარაცენია (ლათ. Sarracenia), დარლინგტონია და ჰელიამფორა (ლათ. Heliamphora). სარაცენიასებრნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის ტენიან ტყეებსა და ჭაობებში, ჰელიამფორა (6 სახეობა) — სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლიტერატურა

რედაქტირება