დარლინგტონია
დარლინგტონია (ლათ. Darlingtonia californica) — მწერიჭამია მცენარე სარაცენიასებრთა ოჯახისა. აქვს ყვითელი ყვავილები და კოლოფი მაყოფი. როზეტისებურად შეკრებილი ფოთლები, რომელთა სიგრძე 1 მ აღწევს, მწერების დასაჭერ ხაფანგებადაა გარდაქმნილი. ფოთლის შიგნითა ზედაპირზე ჯირკვლებია, რომლებიც ნექტარს გამოყოფენ.
დარლინგტონია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Darlingtonia californica | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 39714 | ||||||||||||||
|
ფოთლის კედლები დაფარულია ბუსუსებით, რაც მწერს ხაფანგიდან ამოსვლის საშუალებას უსპობს. მწერი იღუპება ფოთლიდან გამოყოფილ სითზეში, შემდეგ კი იხრწნება ბაქტერიების მოქმედებით.
დარლინგტონია გავრცელებულია ჩრდილოეთ კალიფორნიიდან სამხრეთ ორეგონამდე. ხარობს ჭაობიან ნიადაგებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 387.