სან-ესტანისლაო
სან-ესტანისლაო (ესპ. San Estanislao) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, სან-პედროს დეპარტამენტში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სან-ესტანისლაო San Estanislao | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | სან-პედრო | ||
კოორდინატები | 24°39′00″ ს. გ. 56°26′00″ დ. გ. / 24.65000° ს. გ. 56.43333° დ. გ. | ||
დაარსდა | 1749 | ||
ფართობი | 2 625 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 134 მ | ||
მოსახლეობა | 52 983 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 20,18 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 43 | ||
საფოსტო ინდექსი | 8210 | ||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი 1749 წლის 13 ნოემბერს ასუნსიონელმა იეზუიტმა მღვდელმა სებასტიან დე იეგროსმა დააარსა. დასახლება თავდაპირველად იეზუიტთა მისიებს ეკუთვნოდა, რომელთა მიზანიც გარშემო მცოხვრები ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევა იყო.
სახელი ეწოდა პოლონელი მღვდლის, სტანისლავ კოსტაკას პატივსაცემად, რომელიც 1726 წელს, ქალაქის დაარსებდამდე 23 წლით ადრე რომის პაპი გახდა ბენედიქტე XIII-ის სახელით.
პარაგვაის ომების დროს, ცოტა ხნით, 1869 წლის 23–31 აგვისტოს, სან-ესტანისლაოში განთავსებული იყო პარაგვაის ეროვნული მთავრობა მარშალ ფრანსისკო სოლანო ლოპესის მეთაურობით.
1880-იან წლებში, სან-ესტანისლაოში დაიწყო იმიგრაცია პარაგვაის სხვა რეგიონებიდან და ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან და იტალიიდან. იტალიელი იმიგრანტების გავლენა დღემდე იგრძნობა, განსაკუთრებით შენობებსა და მოსახლეობის გვარებში.
1920-იან წლებში, იმიგრაციის ტალღა წამოვიდა ლიბანიდანაც. სხვა ქვეყნები, რომლებიდანაც ასევე შემოვიდნენ იმიგრანტები, იყო საფრანგეთი, პორტუგალია, ბრაზილია და ესპანეთი.
დღეისათვის, ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგი სოფლის მეურნეობაა.