ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სანდორ კლეგენი (ინგლ. Sandor Clegane) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა შოტლანდიელმა მსახიობმა რორი მაკ-კანმა.

სანდორ კლეგენის როლის შემსრულებელი რორი მაკკანი

სანდორ კლეგენი, ასევე ცნობილი როგორც ქოფაკი, იყო სერ გრეგორ კლეგენის უმცროსი ძმა და მეფე ჯოფრი ბარათეონის პირადი მცველი. როდესაც ჯოფრი რკინის ტახტზე ავიდა, სანდორი დასახელდა მეფის ქეშიკთა წევრად, თუმცა შავი წყლის ბრძოლაში პოსტი მიატოვა. არია სტარკთან ერთად მოგზაურობისას ის შეებრძოლა ბრიანა ტართს, დამარცხდა და კინაღამ დაიღუპა. მოგვიანებით მან სცადა მშვიდი ცხოვრების დაწყება, თუმცა მრევლი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, ამოხოცეს და იგი შეურთდა უბაირაღო საძმოს, რომელსაც ბერიკ დონდარიონი ხელმძღვანელობდა. უინტერფელის ბრძოლაში ის კვდრების არმიის წინააღმდეგ ჯონ სნოუს მხარეს იბრძოდა, გამარჯვების შემდეგ კი მეფის საბიჯელში დაბრუნდა, რათა ძმა მოეკლა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სანდორი არის დახელოვნებული მეომარი ლანისტერების სამსახურში. ის უმეტესად განთქმულია თავისი ნაიარევით, რომელიც სახის მარჯვენა მხარეს აქვს. ის არის ვესტეროსში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეომრის, გრეგორ კლეგენის ძმა, რომელსაც ზედმეტსახელად „მთას“ უწოდებენ. როდესაც სანდორი პატარა იყო, თავისი ძმის სათამოშოთი თამაშობდა. როდესაც ეს გრეგორმა დაინახა, იფიქრა რომ სანდორმა ის მისგან მოიპარა, ამიტომაც „დასჯის“ მიზნით სახის მარჯვენა მხარე ცეცხლში ჩააყოფინა და მანამ არ გაუშვა ხელი, სანამ ძალით არ გააჩერეს. მიუხედავად ამისა, გრეგორი არ დაუსჯიათ და მამამისმა თქვა, რომ სანდორის ლოგინს ცეცხლი წაეკიდა. მას შემდეგ სანდორს თავისი ძმა სძულდა.

ის იყო დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის და იწონიდა 140 კილოგრამს, როდესაც 12 წლის პირველად მოკლა კაცი (რობერტის აჯანყების დროს). სანდორი მიხვდა, რომ მოკვლა მას სიამოვნებას ანიჭებდა, მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოეკლა სინანულის გარეშე — მათ შორის ძმაც კი. მან გადაწყვიტა, გახმდარიყო მეფის მცველი, რადგან შეეძლო ადამიანები მოეკლა და ამის გამო არავინ არ დასჯიდა. მან ნახა ის, თუ როგორ აკურთხა რაინდად მისი ძმა პრინცმა რეიგარ ტარგარიენმა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უღირსი ადამიანი. მას ეზიზღებოდა რაინდების შესახებ დაწერილი ნოველები და სიმღერები, რომლებიც მათ კეთილშობილ ადამიანებად წარმოაჩენდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ იყო. ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გახდა რაინდი — მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა. ბრძოლისას სანდორი ატარებდა მძიმე ჯავშნის მუქი ფერის კომპლექტს და დამახასიათებელ მუზარადს, რომელსაც ძაღლის — მის საგვარეულო გერბის ნაწილის — თავის ფორმა ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სანდორ_კლეგენი“-დან