სამხრეთული ვეშაპი (გვარი)
სამხრეთული ვეშაპი (ლათ. Eubalaena) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი სადა ვეშაპისებრთა ოჯახისა. ადრე მოიცავდა ერთადერთ სახეობას (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია), მაგრამ ახლა მისი სხვადასხვა მხარეს მობინადრე პოპულაციები ცალ-ცალკე სახეობებად მიიჩნევა: 1. სამხრეთული სადა ვეშაპი (Eubalaena australis), 2. ჩრდილოური სადა ვეშაპი (Eubalaena glacialis), 3. იაპონური ვეშაპი (Eubalaena japonica). არსებობს სხვა თეორიებიც სახეობების რაოდენობის შესახებ: 1 სახეობა (მხოლოდ „სამხრეთული ვეშაპი“), 2 სახეობა (ერთი, რომელიც ჩრდილოეთშია გავრცელებული და მეორე, რომელიც სამხრეთშია გავრცელებული), ამ გვარის გაერთიანება Balaena-ის გვართან. მათი სხეულის სიგრძე 18 მ-მდე, ხოლო მასა 91 ტონამდე აღწევს. ფერად მოთეთრო ან რუხები არიან. თავზე აქვთ კანის შესქელებული უბნები. ზრდასრულობას 6–12 წელში აღწევენ, 3–5 წელიწადში ერთხელ მშობიარობენ. მაკეობა 12თვემდე გრძელდება. ახალდაბადებული ვეშაპი 900 კგ-ს იწონის, სიგრძეში კი 4–6 მ-ია. იკვებებიან უმთავრესად ზოოპლანქტონით, აგრეთვე კიბოსნაირებით, კრილით, ნიჩაბფეხიანებით და სხვ. გავრცელებულნი არიან სამხრეთის ოკეანეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში, უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წყნარი ოკეანეში.
სამხრეთული ვეშაპი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩრდილოური სადა ვეშაპი (Eubalaena glacialis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eubalaena (J. E. Gray, 1864) | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
ჩრდილოური სადა ვეშაპი სამხრეთული სადა ვეშაპი იაპონური ვეშაპი | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Collins Gem : Whales and Dolphins, ISBN 0-00-472273-6.
- Carwardine, Mark. Whales, Dolphins and Porpoises, ISBN 0-7513-2781-6.
- Congressional Research Service (CRS).Northern Right Whale დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine.