სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები

სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (ინგლ. South Georgia and the South Sandwich Islands) — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, საკმაოდ დაცილებულია კონტინენტს და წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. ამ კუნძულებიდან აღსანიშნავია სამხრეთი ჯორჯია, რომელიც კონტინენტიდან დაცილებულია 520 კილომეტრით, კუნძულების ფართობი შეადგენს 3903 კვადრატულ კილომეტრს.

სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების დროშა
სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
სამხრეთი ჯორჯიის კუნძული

ამ ტერიტორტიაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობს, აქ მრავლადაა გახსნილი დიდი ბრიტანეთის კვლვითი პუნქტები. მდებარეობს საკმაოდ მცირე კუნძული ბირდი, სადაც მდებარეობს ამ ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი კინგ-ედუარდ-პოინტი.

კუნძული სამხრეთი გეორგია პირველად აღმოჩენილი იქნა ინგლისელების მიერ 1675 წელს. მოგვიანებით, უკვე ინგლისელებმა დაიწყეს ამ კუნძულის გამოკვლევა და თავიანთი ავანპოსტების დაარსება. 1982 წელს დაწყებული ფოლკლენდის ომის დროს ეს ადგილები ოკუპირებული იქნა არგენტინელების მიერ, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები კვლავ დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდა.

რაც შეეხება კუნძულ სენდვიჩს, ის პირველად აღმოჩენილი იქნა 1775 წელს ინგლისელი მეზღვაურის ჯეიმზ კუკის მიერ.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ამ კუნძულების ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია. ეს ადგილები მრავალი იშვიათი ჯიშის ცხოველის სამშობლოა, აქ სახლობს დაახლოებით 120 000 სამეფო პინგვინი, აგრეთვე აღსანიშნავია: ალბატროსი, პინგვინი, ქარიშხალა, პრიონი, მეზღვიასებრნი და თოლია.

საკმაოდ მრავალფეროვანია კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის სამყარო. აქ მრავლადაა სელაპები და ზვიგენები.

 
სამხრეთის გიგანტური ქარიშხალა, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე
 
120 000 სამეფო პინგვინი, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე
 
მოხეტიალე ალბატროსი, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მთავრობა
სხვა