სამხრეთი ინილჩექი

სამხრეთი ინილჩექი (ყირგ. Түштүк Эңилчек) — დენდრიტულ-ხეობური ტიპის მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტიან-შანში, ყირგიზეთში. მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი და ტიან-შანის უდიდესი მყინვარია. სიგრძე 60,5 კმ, ფართობი 567,2 კმ². იწყება ვეებერთელა ფირნული ცირკისმაგვარი აუზიდან 7440 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზი გადის 4580 მ სიმაღლეზე. მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის აღმოსავლეთით, ხან-თენგრის მასივში, მდინარე ინილჩექის სათავეებში. იერთებს დაახლოებით 80-მდე მყინვარ-შენაკადს.[1] სამხრეთ დაბოლოებაზე არის მკვდარი ყინულის მონაკვეთი. მყინვარ ჩრდილოეთ ინილჩექიდან გამოყოფილია მაღალმთიანი ქედით. თითქმის 43 კმ სიგრძის მყინვარის ენის ბოლო მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლეზე. უმეტესად აქვს ჩრდილოეთური მიმართულება, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ. ყინულის სისქე ადგილ-ადგილ 150–200 მ-ია. ენის ბოლო 14 კმ-იანი მონაკვეთი დაფარულია მორენით.[2]

სამხრეთი ინილჩექი
კოორდინატები: 42°07′41″ ჩ. გ. 79°57′50″ ა. გ. / 42.12806° ჩ. გ. 79.96389° ა. გ. / 42.12806; 79.96389
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ქედი ტიან-შანი
ფართობი 567,2 კმ²
სიგრძე 60,5 კმ
სისქე 150–200 
ტიპი დენდრიტულ-ხეობური
სამხრეთი ინილჩექი — ყირგიზეთი
სამხრეთი ინილჩექი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Энгильчек | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-10. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  2. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.