სამხრეთის პტიში
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სამხრეთის პტიში — კლდოვანი მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადის — ჩხალთის აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3605 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
სამხრეთის პტიში | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′25″ ჩ. გ. 41°40′58″ ა. გ. / 43.2071611° ჩ. გ. 41.6829500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3605 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გნაისი და კრისტალური ფიქლები |
ასაკი | ქვედა პალეოზოური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 224.