სამხრეთის კონუსი
სამხრეთის კონუსი (ესპ. Cono Sur, პორტ. Cone Sul) — გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილებს, სამხრეთი ტროპიკის მიმდებარედ. ტრადიციული გაგებით, ის მოიცავს არგენტინას, ჩილესა და ურუგვაის; დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, სამხრეთით კი ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი გზა, რაც ანტარქტიდამდე უახლოესი (1000 კმ) კონტინენტური არეალია. სოციალური და პოლიტიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით, სამხრეთის კონუსი მოიცავს არგენტინას, ჩილეს, ურუგვაის, პარაგვაის, სამხრეთ ბრაზილიას და ბრაზილიის შტატ სან-პაულუს.[1]
სამხრეთის კონუსი | |
---|---|
ფართობი | 4 944 081 კმ² |
მოსახლეობა | 135 707 204 (2010) |
მოს. სიმჭიდროვე | 27,45 კმ²-ზე |
მოს. შემადგენლობა | სამხრეთამერიკელები |
ქვეყნები | 3, 4 ან 5 |
ენები | ესპანური, პორტუგალიური, იტალიური და სხვა. |
უდიდესი ქალაქები |
სან-პაულუ ბუენოს-აირესი სანტიაგო პორტუ-ალეგრი კურიტიბა მონტევიდეო ასუნსიონი |
სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა, ლათინურ ამერიკაში უმაღლესი ადამიანის განვითარების ინდექსი, ცხოვრების მაღალი სტანდარტი, გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ჩართულობა და მზარდი ეკონომიკა[2] — სამხრეთის კონუსს სამხრეთ ამერიკის ყველაზე აყვავებულ მაკრო-რეგიონად აქცევს.[1][3][4]
ქვეყნები და ტერიტორიები
რედაქტირებაქვეყანა ან ტერიტორია |
ფართობი (კმ²)[5] |
მოსახლეობა (2011)[5] |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (კმ²-ზე) |
დედაქალაქი ან ძირითადი ქალაქი |
---|---|---|---|---|
არგენტინა | 2,780,400 | 40,091,359 | 14.42 | ბუენოს-აირესი |
ჩილე | 756,096 | 17,094,275 | 22.60 | სანტიაგო |
სან-პაულუ და სამხრეთი ბრაზილია | 824,618 | 68,636,975 | 83.23 | სან-პაულუ |
ურუგვაი | 176,215 | 3,424,595 | 19.43 | მონტევიდეო |
პარაგვაი | 406,752 | 6,460,000 | 15.88 | ასუნსიონი |
სულ | 4,944,081 | 135,707,204 | 27.45 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Steven, F. (2001). „Regional Integration and Democratic Consolidation in the Southern Cone of Latin America“. Democratization. Routledge. 14: 75–100. ISBN 978-950-738-053-2. ციტირების თარიღი: 12 May 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Cómo hacer pesar las diferencias del Cono Sur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-15. ციტირების თარიღი: 2014-09-06.
- ↑ http://www.marketresearch.com/product/display.asp?productid=1696455
- ↑ Encyclopedia of world environmental history. p. 1142. აკლია ან იგნორირებულია
|title=
(დახმარება) - ↑ 5.0 5.1 Land areas and population estimates are taken from The 2008 World Factbook which currently uses July 2008 data, unless otherwise noted.