სამუელ ჩხიკვიშვილი
სამუელ ჩხიკვიშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1874, დვაბზუ — გ. 1969) — ქართველი სახალხო მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი. ჩხიკვიშვილს არ ჰყოლია თავისი გუნდი, მაგრამ მონაწილეობდა ანსამბლებში, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ. ამბობდა დამწყებს და მოძახილს.
სამუელ ჩხიკვიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სამუელ თარხანის ძე ჩხიკვიშვილი |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1874 |
დაბ. ადგილი | დვაბზუ |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1969 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამუელის მამა, თარხან ჩხიკვიშვილი იყო ჩოხატაურელი აზნაური, რომელიც ბატონს გაექცა, ცოლად შეირთო შევარდნაძის ასული ესმა და დასახლდა დვაბზუში. ჰყავდა შვიდი ვაჟი და ორი ასული. თარხანი და მისი ძმა, ანტონი მღეროდნენ თავად მაქსიმელიშვილების ოჯახში ბაღდადში. თარხანმა და ანტონმა ასწავლეს სიმღერა სამუელს.
სწავლობდა ოზურგეთის საქალაქო ოთხკლასიან სკოლაში. 17 წლის სამუელი მამამ მაქსიმელაშვილის ოჯახში მიაბარა, სადაც სამი წელი სწავლობდა სიმღერას. 1894-1898 წლებში იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდს. 1913 წელს მონაწილეობა მიიღო ვაჟა ფშაველას საიუბილეო საღამოში. 1917 წლიდან აღარ მღეროდა ჩავლეიშვილთან, რადგან ამ დროს იყო სამხედრო სამსახურში. 1921 წლიდან იყო ვარლამ სიმონიშვილის გუნდის საპატიო წევრი. 1924 წლიდან დაიწყო მუშაობა ბათუმში, რკინიგზაში. 1927 წელს შეუერთდა ავქსენტი მეგრელიძეს, მასთან ერთად შექმნა გუნდი, რომელმაც ჩაატარა კონცერტები ბათუმსა და სუფსაში. მეგრელიძემ და ჩხიკვიშილმა ეფრემ ბერსენაძის მონაწილეობით ჩაწერეს სიმღერა „იარაღის შეჯიბრი“, რომელიც ჩაწერეს ნოტებზე. 1950-იანი წლების ბოლოს ჰყავდა პატარა გუნდი, რომელთან ერთადაც მღეროდა. გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია ოზურგეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ერქომაიშვილი, ა ., „ბაბუა“, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1980.
- შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამუელ ჩხიკვიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- „მივალ გურიაში“ 1931 წლის ჩანაწერი სამუელ ჩხიკვიშვილის მონაწილეობით