სალტო-დელ-გუაირა
სალტო-დელ-გუაირა (ესპ. Salto del Guairá) — ქალაქი პარაგვაიში, კანინდეიუს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ქალაქ სიუდად-დელ-ესტედან 200 კმ-ით ჩრდილოეთით. სალტო-დელ-გუაირა ესპანურად გუაირის ჩანჩქერს ნიშნავს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სალტო-დელ-გუაირა Salto del Guairá | |||
| |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | კანინდეიუ | ||
კოორდინატები | 24°03′22″ ს. გ. 54°18′32″ დ. გ. / 24.05611° ს. გ. 54.30889° დ. გ. | ||
დაარსდა | 1959 | ||
ფართობი | 1283 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 232 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||
მოსახლეობა | 11 298 კაცი (2002) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 46 | ||
საფოსტო ინდექსი | 7800 | ||
ოფიციალური საიტი | saltodelguaira.com.py | ||
ქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ პარაგვაიში, ბრაზილიის საზღვართან. მიმდებარე არეალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია ბრაზილიაში. მოჰყავთ დიდი რაოდენობით სოია, შაქრის ლერწამი, სიმინდი, ხორბალი და ბამბა.
სალტო-დელ-გუაირა 1959 წლის 3 მარტს კერძო კომპანია „Colonizadora Salto del Guairá SA“-მა დააარსა. 1973 წლის 30 ივლისს შეიქმნა სალტო-დელ-გუაირის რაიონი და მან ქალაქის სტატუსი მიიღო.
მიმდებარე არეალის კლიმატი ზომიერი ტენიანობით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურაა +21 ° C.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Webpage of Salto del Guairá დაარქივებული 2011-07-12 საიტზე Wayback Machine.
- Satellite Map & appoints from Salto del Guairá დაარქივებული 2012-02-22 საიტზე Wayback Machine.