სალვატორე კვაზიმოდო

სალვატორე კვაზიმოდო (დ. 20 აგვისტო, 190114 ივნისი, 1968) — სიცილიელი რომანისტი და პოეტი. ჯუზეპე უნგარეტისა და ეუჟენიო მონტალესთან ერთად XX საუკუნის ერთ-ერთი მოწინავე იტალიელი პოეტი. 1959 წელს „მისი ლირიკული პოეზიისთვის, რომელიც კლასიკური ცეცხლით თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკულ გამოცდილებას აღბეჭდავს“, მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.[5]

სალვატორე კვაზიმოდო
იტალ. Salvatore Quasimodo
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1901
დაბადების ადგილი მოდიკა, სიცილია, იტალია
გარდაცვალების თარიღი 14 ივნისი, 1968
გარდაცვალების ადგილი ნეაპოლი, კამპანია, იტალია
დასაფლავებულია მილანის მონუმენტური სასაფლაო[1]
საქმიანობა მწერალი
ენა იტალიური
ეროვნება იტალიელი
მოქალაქეობა იტალია
ალმა-მატერი Ist. Tec. Economico A.M. Jaci[2]
მიმდინარეობა ჰერმეტიზმი
Magnum opus Lirici greci, Q3604704?, Q3612364?, Ed è subito sera, Q3731105?, Oboe sommerso, Q4006171?, Q15617209?, Q15617306?, Q16559643?, Q16570856?, Odore di Eucalyptus ed altri versi, Poesie, Ed è subito sera და Il falso e il vero verde
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[3] [4] და Taormina prize
მეუღლე Bice Donetti[2] და Maria Cumani Quasimodo[2]
შვილ(ებ)ი Alessandro Quasimodo[2]
საიტი salvatorequasimodo.it

ბიოგრაფია

რედაქტირება

სალვატორე კვაზიმოდო დაიბადა მოდიკაში, კუნძულ სიცილიაზე, გაეტანო კვაზიმოდოსა და კლოტილდა რაგუსას ოჯახში. ბავშვობა როკკალუმერაში გაატარა. 1908 წელს მისი ოჯახი მესინაში გადავიდა, სადაც მამამისი გამანადგურებელი მიწისძვრისგან დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლდ გაგზავნეს. ახალგაზრდა კვაზიმოდოზე დიდი გავლენა მოახდინა ბუნების ძალების გამოვლინებებმა.1919 წელს კვაზიმოდომ ადგილობრივი ტექნიკური კოლეჯი დაამთავრა. მესინაში მან მეგობრებიც შეიძინა, მათ შორის ჯორჯო ლა პირა, ფლორენციის მომავალი მერი.

1917 წელს კვაზიმოდომ Nuovo giornale letterario („ახალი ლიტერატურული ჟურნალი“) დააარსა, სადაც მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა. 1919 წელს ინჟინერიის დასამთავრებლად კვაზიმოდო რომში გადავიდა, თუმცა უსახსრობის გამო მხაზველად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში იგი ბერძნულსა და ლათინურს სწავლობდა.

1929 წელს მისი სიძის, ელიო ვიტორინის მიწვევით კვაზიმოდო ფლორენციაში გადავიდა. იქ მან ისეთი პოეტები გაიცნო, როგორებიც ეუჟენიო მონტალე და ალესანდრო ბონსანტი იყვნენ. 1930 წელს კვაზიმოდომ რეჯო-დი-კალაბრიაში იტალიის სამოქალაქო ინჟინერიის კორპუსში დაიწყო მუშაობა. იქ მან ძმები მისეფარიები გაიცნო, რომლებიც მას წერის გასაგრძელებად ახალისებდნენ. იმავე წელს კვაზიმოდომ პირველი კრებული, Acque e terre („წყლები და მიწები“) გამოსცა.

1931 წელს კვაზიმოდო იმპერიაში, შემდეგ კი გენუაში გაემგზავრა, სადაც კამილო სბარბარო და ჟურნალის, Circoli თანამშრომლები გაიცნო, რომლებთანაც კვაზიმოდომ ნაყოფიერი თანამშრომლობა დაიწყო. 1932 წელს კვაზიმოდომ მათთან ერთად ახალი კრებული Oboe sommerso გამოაქვეყნა, რომელშიც მისი 1930-32 წლებში დაწერილი ლექსები მოათავსა.

1934 წელს კვაზიმოდო მილანში გადავიდა. 1938 წლიდან მან მთლიანად წერას მიუძღვნა თავი. მუშაობდა ჩეზარე ძავატინისთან. იმავე წელს მან Poesie გამოაქვეყნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჟურნალში Corrente di Vita მისი Lirici Greci (ბერძენი პოეტები) გამოქვეყნდა.

მიუხედავად ანტიფაშისტური პოზიციისა, კვაზიმოდო გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ არ იბრძოდა. ამ პერიოდში იგი იოანეს სახარებას, კატულუსის კანტონებსა და ოდისეის ეპიზოდებს თარგმნიდა. 1945 წელს იგი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება