საკოხე
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
საკოხე — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის — ხდის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3007 მ. საკოხე ვულკანური კონუსია, აგებულია ვულკანური წიდისა და ანდეზიტებისაგან. მთა ნიადაგ-მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებულია. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.
საკოხე | |
---|---|
კოორდინატები: 42°29′48″ ჩ. გ. 44°30′34″ ა. გ. / 42.496722° ჩ. გ. 44.509583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3007 მ |
ქედი | მთიულეთ-ფშავის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ვულკანური წიდა და ანდეზიტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- სანებლიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 682.