სათვალიანი დათვი
სათვალიანი დათვი (ლათ. Tremarctos ornatus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. სათვალიანი დათვის სხეულის სიგრძე 1.3-2.1 მ, წონა 80-200 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 70-80 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 20-25 წელია. სათვალიანი დათვი ბინადრობს უკიდურეს სამხრეთ რეგიონებში. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ანდებში, ვენესუელასა და ჩილეში. ასეთი საინტერესო სახელი მას უწოდეს იმის გამო, რომ სახეზე თვალების მიდამოებში აქვს ღია ყვითელი ფერის ლაქები, რომლებიც სათვალეს ჰგავს.
სათვალიანი დათვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tremarctos ornatus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22066 | |||||||||||||||
გავრცელების არეალი | |||||||||||||||
|
ეს სახეობა დათვებს შორის ყველაზე ვეგეტარიანელი დათვია, იგი საუკეთესო მცოცავია და დროის უმეტეს ნაწილს ხეებზე ატარებს. სათვალიანი დათვი მთელი წლის განმავლობაში აქტიურია. მშობიარობს იანვარში.