სავიჩ მარკოვიჩ-შტედიმლია

სავიჩ (სავა) მარკოვიჩ-შტედიმლია ( სერბ. Савић Марковић Штедимлија ; დ.12 იანვარი , 1906, სტიჟენა — გ. 25 იანვარი , 1971, ზაგრები ) — მონტენეგროელი მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერი. სწავლობდა ხორვატიის ისტორიას, იყო ზაგრების ლექსიკოგრაფიული ინსტიტუტის წევრი. ავტორია 20-ზე მეტი წიგნისა და მრავალი სტატიის, მათ შორის ლიტერატურული კრიტიკის შესახებ. უსტაშების რეჟიმის ხორვატიის მართლმადიდებელ ეკლესიის პროპაგანდისტული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.[1]

სავიჩ მარკოვიჩ-შტედიმლია
მშობლიური სახელი სერბ. Савић Марковић Штедимлија
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1906
სტიჟენა, პოდგორიცა, ჩერნოგორია
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი, 1971, (65 წლის)
ზაგრები, ხორვატია, იუგოსლავია
მოქალაქეობა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სავიჩ მარკოვიჩი დაიბადა ჩერნოგორიის მთებში პოდგორიცას მახლობლად , მონტენეგროს სამთავროში მდებარე პატარა სოფელ სტიენში. სწავლობდა ლესკოვაცის გიმნაზიაში. 1930 წელს გადავიდა ზაგრებში, სადაც თავის გვარს დაუმატა შტემიდლია მშობლიური სოფლის პიპერის თავზე მდებარე შტედიმის მთის მიხედვით. ზაგრებში მუშაობდა პუბლიცისტად და მწერლად, პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდა მრავალრიცხოვან სტატიებსა და მიმოხილვებს ლიტერატურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე. სავიჩ მარკოვიჩ- შტემილდიას სტატიები მონტენეგროს ისტორიაზე გამოხატავდა ავტორის უკმაყოფილებას 1918 წელს პოდგორიცას ასამბლეის შედეგად ჩერნოგორიის სამეფოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებით, ხოლო იუგოსლავიის სამეფოს შიდა პოლიტიკის შესახებ მის სტატიებზე გავლენა მოახდინა იმდროინდელი ხორვატული ნაციონალიზმის იდეებმა. [2]

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იუგოსლავიაში დააარსა ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მონტენეგროს ეროვნული კომიტეტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა პუბლიკაციების მთავარი რედაქტორი, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ უსტაშების რეჟიმის ხორვატიის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1944 წლის ბოლოს სავიჩ მარკოვიჩ შტადიმლია ემიგრაციაში წავიდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ავსტრიაში. 1945 წელს იგი დააპატიმრეს საბჭოთა ავსტრიის ზონაში და გადაასახლეს სსრკ გულაგში. ათი წლის პატიმრობის შემდეგ, სავიჩ მარკოვიჩ-შტადიმლია 1955 წელს დაბრუნდა იუგოსლავიის სფრ- ში, სადაც ფაშისტურ რეჟიმებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს და მეორე მსოფლიო ომის დროს პოლიტიკური საქმიანობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1959 წელს გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ დათანხმდა ნაწარმოებების საკუთარი სახელით გამოქვეყნების აკრძალვას. 1960-იან წლებში იყო იუგოსლავიის ლექსიკოგრაფიული ინსტიტუტის თანამშრომელი, შემდეგ პენსიაზე გავიდა.

სავიჩ მარკოვიჩ-შტადიმლია გარდაიცვალა 1971 წელს და დაკრძალეს ზაგრების მიროგოჯის სასაფლაოზე. [3]

ისტორიოგრაფიული გამოცემები

რედაქტირება

შტემიდლიამ პირველად გამოაქვეყნა თავისი მარგინალური თეორია ჩერნოგორიელების წარმოშობის შესახებ წიგნებში Crvena Croatia (ლიტ. „წითელი ხორვატია“) და „მონტენეგრო ნაციონალიზმის საფუძვლები“ 1937 წელს, სადაც განმარტავდა, რომ მონტენეგროელები იყვნენ " ხორვატი ხალხის" შთამომავლები, რომლებიც შემდეგ დასახლდნენ ყოფილი ჩერნოგორიის ტერიტორიაზე, წითელ ხორვატიაში, ხოლო მონტენეგრული ენა "სხვა არაფერია, თუ არა ხორვატული ენის დიალექტი ". ამ თეორიის საბოლოო პუნქტი იყო განცხადება მოსახლეობის თანდათანობითი სერბიზაციის შესახებ საუკუნეების განმავლობაში. [4][5]

  1. Nevenko Bartulin. The racial idea in the Independent State of Croatia: origins and theory. — Leiden: Koninklijke Brill NV, 2014. — С. 217. — 244 с. — ISBN 978-90-04-26282-9.
  2. Gradska groblja Zagreb - Grgo Gamulin. www.gradskagroblja.hr. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2022. დაარქივებულია 27 თებერვალი 2021
  3. Gradska groblja Zagreb - Grgo Gamulin. ციტირების თარიღი: 2022-05-04
  4. Marković-Štedimlija, Savo. Osnovi crnogorskog nacionalizma. — Putovi, 1937. — С. 38—46,125—127.
  5. Daniel Grabić. Montenegrizität: Sprache und Kirche im Spiegel des Identitätsdiskurses in der Republik Montenegro 1990-2007. — Frankfurt am Main: P. Lang, 2010. — С. 29—31. — 286 с. — ISBN 978-3-653-01151-7.