სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სავარცხელა (სოკო).

სავარცხელა (ლათ. Erodium) — მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახებია. ფრთისებრი ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები აქვთ.

სავარცხელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ნემსიწვერასებრნი
გვარი:  სავარცხელა
ლათინური სახელი
Erodium

80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში 5 სახეობაა, მათგან1 (ლათ. Erodium anthemifolium) კავკასიის ენდემია. ჩვენში სავარცხელა იზრდება გზის პირებზე, ბალახოვან ფერდობებზე, უროიანებსა და ყანებში, ღორღიან ადგილებსა და მშრალ მდელოებზე. მთისწინებიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე.

მისი მწვანე ნაყოფის საგდულები ქვედა ნაწილში სპირალურად იგრიხება, ტენიან ამინდში კი იშლება და მიწაში ეფლობა.

სურათები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება