სავარცხელა (სოკო)
სავარცხელა, სავარცხელა სოკო (ლათ. Lacturius vellereus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მთლიანად თეთრია, ქუდის დიამეტრია 10-20 სმ. თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილია, შემდეგ — ძაბრისებრი, მშრალი, თხლად შებუსული, კიდეებშეკეცილი. ფირფიტები მოყვითალო-თეთრია, ფეხი — მოკლე და მსხვილი. შეიცავს მწვავე თეთრ რძეწვენს. იზრდება ჯგუფურად ფოთლოვან ტყეში ივლისიდან ოქტომბრამდე. საჭმელად ვარგისია დამწნილებული.
სავარცხელა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Lactarius vellereus | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 638.