საგარეჯოს მიწერილი სანადირო მეურნეობა

საგარეჯოს მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ საგარეჯოს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 25 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. აღმოსავლეთით მას ესაზღვრებოდა სიღნაღისა და გურჯაანის რაიონები, დასავლეთით — გარდაბნის რაიონი, ჩრდილოეთით — თელავის, ახმეტისა და თიანეთის რაიონები, სამხრეთით — აზერბაიჯანის სსრ. მეურნეობა ძირითადად მთაგორიანი იყო.

რაიონში საკმაოდ იყო ხოხობი, კაკაბი და დურაჯი, იშვიათადა — გნოლი. მცირე რაოდენობით იყო ირემი, შველი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, ციყვი, დათვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, ფოცხვერი და სხვ. მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს უდაბნოს ადგილებში ზამთრობით გვხვდებოდა სავათი და სარსარაკი.

ლიტერატურა

რედაქტირება