Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს AkakiBalanchivadze.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2020 წლის 14 თებერვალი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

რუსლანა იგორევნა პისანკა (პისანკო) (უკრ. Руслана Ігорівна Писанка) (დ. 17 ნოემბერი, 1965, კიევი) — უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი. ნამდვილი გვარი — პისანკო.

რუსლანა პისანკა
Ruslana pysanka doll charity.JPG
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1965 (1965-17-11) (54 წლის)
კიევი, უკრაინის სსრ
საქმიანობა მსახიობი, ტელეწამყვანი;
აქტიური 1991-იდან დღემდე.
მეუღლე(ები) იგორ ისაკოვი
მშობლები მამა: იგორ პისანკო

ბიოგრაფიარედაქტირება

რუსლანა იგორევნა პისანკო დაიბადა 1965 წლის 17 ნოემბერს კიევში, კინოოპერატორ იგორ ნიკოლაევიჩ პისანკოს ოჯახში, რომელიც 1973 წელს ტარას შევჩენკოს პრიზის ლაურეატი გახდა დოკუმენტური ფილმის — „საბჭოთა უკრაინის“ გადაღების შემდეგ.

1995 წელს დაამთავრა კიევის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო განყოფილება სატელევიზიო რეჟისორის ხარისხით.

ფილმ „ჯადოქარი მოსკალზე“ მუშაობისთვის მიენიჭა ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემია. რადმილა შოგოლოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტში - „ქალთა კლუბი“. მიჰყავდა ამინდის პროგნოზი ტელეარხ ინტერზე ალექსეი დივეევ-ცერკოვნიმთნ ერთად. 2003 წლის ივნისიდან 2004 წლის აგვისტომდე ლევ ნოვოჟენოვთნ ერთად იყო პროგრამა „რჩვების ქვეყნის“ წამყვანი რუსულ არხზე NTV.

2006 წელს მონაწილეობა მიიღო უკრაინულ სატელევიზიო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

2007 წელს გახდა რუსეთის დამოუკიდებელი თეატრის მსახიობი.

2008 წელს, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად, „ინტერის“ სატელევიზიო არხზე გადაიღო რეალითი შოუ "საოფისე რომანი".

2010 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროექტში „ვარსკვლავი + ვარსკვლავი“ ტელეარზე „1 + 1“, სადაც დუეტში უკრაინელ ოპერისა და საესტრადო მომღერალ ვლადიმერ გრიშკოსთან ერთად მღეროდა.

2014 წელს მიიღო მონაწილეობა 1966 წელს სსრკ-ში გადაღებული ფილმის — კავკასიელი ტყვე ქალის ახალ ვერსიაში, სადაც ქალი ტაქსისტის როლი შეასრულა.

2017 წელს, იგორ ისაკოვთან ერთად ითამაშა დაქორწინებული წყვილის როლი „დატვირთული და ბედნიერის“ მეშვიდე სეზონში CTB-ზე.

ამ დროისათვის მიჰყავს გადაცემა „ამინდი რუსლანა პისანკასგან“ რადიო „რეტრო FM უკრაინა“-ში. გადაღბულია ფილმებში რუსეთში, უკრაინაში, ასევე პოლონეთსა და ნიდერლანდებში.

2012 წლიდან დაქორწინდა ბიზნესმენ იგორ ისაკოვზე.

დუბლირებარედაქტირება

რუსლანას გახმოვანებული აქვს ფილმები: მანქანები 2 2011 წელს, ჰოლი დელუქსი (უკრაინული დუბლირება) 2016 წელს და Ghostbusters, სადაც ები იეტსი გაახმოვანა.

ტელევიზიარედაქტირება

2016 წელს წარსდგა პროგრამით სიცილის ლიგაზე.

წიგნებირედაქტირება

რუსლანა პისანკას გამოშვებული აქვს კულინარიული წიგნი — „კულინარიული ცდუნებები კიეველი რუსისგან” ISBN 978-5-17-053853-9, ISBN 978-5-271-21014-3 ტირაჟი: 7000 ეგზემპლარი. ფორმატი: 60x90 / 8 (~ 220x290 მმ) გამომცემელი: AST, Astrel, 2009, მაგარი ყდა, 192 გვ.

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 საკრუიზო, ან რეგულირებადი მოგზაურობა
1993 ტრამვაის იღბალი
1994 რამდენიმე სასიყვარულო ისტორია მაია
1994 რუსული ხალხური ტრილერი
1995 მოსკალის ჯადოქარი ტატიანა
1995 The Apple
1999 ცეცხლი და ხმალი ცეცხლით და ხმლით / Ogniem i mieczem გორპინა
2002 ტრამვაი ნომერი ცხრა
2004 სამი მუშკეტერი პორთოსი
2006 ტაქსი ანგელოზისთვის მინა მაიერლინგი
2006 ქურდობა მაშა
2007 დუშკა დუშკა ავტობუსში დაბადება
2007 წაგებული ლიუსია
2007 ლუნა-ოდესა ლიუბა
2007 უბრალოდ იღბლიანი ტატიანა
2007 მებაღე ზინა
2008 ღამის ცვლა მსახიობის ასისტენტი
2008 ხელი ბედნიერებისთვის კლაუდია
2008 მიზიდულობის ძალა მუმია ლუსი
2009 კაზაკების მსგავსად ... იაკ კოზაკი ... კაზაკთა გოგონა
2012 რჟევსკი წინააღმდეგ ნაპოლეონი მადამ გოლოვინი
2014 კავკასიელი ტყვე ქალი (2014) ტაქსის მძღოლი
2015 უკვდავება აქსანა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება