რუსეთის ტერიტორიული ექსპანსია

მონღოლებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსეთმა მისი მეზობელი ტერიტორიები მიიერთა. რუსეთი სამეფო ივანე IV-ის მმართველობის დროს იერთებს ციმბირის, ყაზანის და ასტრახანის სახანოებს. შფოთის წლებში რუსეთმა დაკარგა ეს მოპოვებული წარმატებები მაგრამ, შემდგომში რუსეთმა კვლავ აღიდგინა თავისი სიძლიერე და განაგრძო მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა.

რუსეთის იმპერიის ტერიტორიული ექსპანსია

რედაქტირება
 
რუსეთის იმპერიის ტერიტორიები
 
რუსეთის იმპერიის რუკა

რუსეთის იმპერიად გამოცხადების შემდეგ, მას მრავალი ტერიტორია შეუერთდა. პირველი ომი რომელიც იმპერატორმა პეტრე დიდმა დაიწყო იყო ჩრდილოეთის ომი, ამ ომის შემნდეგ რუსეთს შეუერთდა ბალტიისპირეთის ვრცელი ტერიტორიები და ფინეთი.

მოგვიანებით ოსმალეთთან და ირანთან წარმოებული ომების შემდეგ რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი სამხრეთით.

ყირიმის ომის შემდგომ რუსეთმა ბოლო მოუღო მის ქვეშევრდომობაში არსებულ დასავლეთ საქართველოს სამთავროებს. რუსეთმა გააუქმა სამეგრელოს სამთავრო 1857 წელს, სვანეთის სამთავრო 1858 წელს და აფხაზეთის სამთავრო 1864 წელს.

ყირიმის ომმა ცხადყო რომ რუსეთის ერთ-ერთი სუსტი ადგილი ჩრდილოეთ კავკასია იყო. აქ სახლობდნენ დაღესტანის, ჩეჩნეთის და ადიღეს მთიელები. აქაური მოსახლეობა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ცარიზმს შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ. ამ ბრძოლას 1834 წლიდან შამილი ჩაუდგა სათავეში. იგი ოსმალეთს და ინგლისს დაუკავშირდა და ყირიმის ომის დროს აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ოსმალეთის არმიასთან შეერთებს ცდილობდა. რუსეთის სამხედრო ნაწილების და ქართველი მოხალისეების წინააღმდეგობის გამო შამილმა საწინდარს ვერ მიაღწია., მაგრამ მისი სამხედრო ოპერაციებით რუსეთს კავკასიაში მდგომარეობა ძალზედ გაურთულა. ყირიმის ომის დასრულების შემდეგ რუსეთმ კავკასიაში გადმოინაცვლა. 1859 წელს შამილი დაატყვევეს , რუსეთის ჯარმა დაღესტნის დაპყრობა დაასრულა. 1864 წელს ჩრდილო დასავლეთ კავკასიის ტომებმაც შეწყვიტეს წინააღმდეგობა. დაიწყო მასობრივი მუჰაჯირობა - ასი ათასობით მაჰმადიანი მთიელი ,მათ შორის აფხაზებიც გადასახლებული იქნა ოსმალეთში. მათ მამაპაპურ მიწებზე ცარიზმი რუს მოსახლეობას ამკვიდრებდა.

ამავე პერიოდში გრძელდებოდა რუსეთის წინსვლა შორეულ აღმოსავლეთში, ყაზახეთსა და შუა აზიაში. 1860 წლის პეკინის ხელშეკრულებით რუსეთმა ურალიდან წყნარ ოკეანემდე ფართობი მიიღო . წყნარი ოკეანის სანაპიროზე აიგო საზღვაო ციხესიმაგრე ვლადივოსტოკი. ყაზახეთის ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში შევიდა. XIX საუკუნის შუა წლებში მეფის მთავრობამ ყაზახეთის დამორჩილება დაასრულა, თავისი ხელისუფლება გაავრცელა ყირგიზი ტომების მნიშვნელოვან ნაწილზე დაიწყო შუა აზიის დაპყრობა. XIX საუკუნის 60-70 წლებში რუსეთის შემადგენლობაში შევიდა შუა აზიის სამი მსხვილი სახელმწიფოებრივი გაერთიანება : კოკანდის და ხივის სახანოები და ბუხარის საამირო. 80-იან წლებში რუსეთმა თავის გავლენას დაუქვემდებარა თურქმანი ტომებიც.

რუსეთმა ისარგებლა XIX საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთის დასუსტებით და გადაწყვიტა თავი დაეღვწია 1856 წლის პარიზის საზავი ხელშეკრულების სამარცხვინო პირობებისაგან. თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთი მხარს უჭერდა ბალკანეთის სლავ ხალხს ოსმალეთსი წინააღმდეგ ბრძოლაში.მაგრამ ოსმალეთის იმპერიამ რომელსაც ზურგს ინგლისი უმაგრებდა სისხლში ჩაახშო 1875-1876 წლების სლავი ხალხის გამოსვლები. მაშინ რუსეთი , რომელიც თურქეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა გაურიგდა ავსტრია-უნგრეთს რომელმაც ომში ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მოითხოვა ბოსნია და ჰერცეგოვინა.

1877 წელს რუსეთის არმიამ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო . ომი გაჭიანურდა. 1877 წლის მიწურულს რუსულმა არმიამ გადალახა ბალკანეთსი მთები და სტამბოლისკენ დაიძრა. მაშინ ინგლისმა თავისი ესკადრა მარმარილოს ზღვაში შეიყვანა და რუსეთს დაემუქრა ომით თუ ის სტამბოლის აღებას შეეცდებოდა. ამავე დროს საომარი მოქმედებები მიდიოდა ამიერკავკასიაშიც , სადაც რუსეთის არმიამ აიღო ყარსი.

1878 წელის მარტში დაბა სან-სტეფანოში (სტამბოლის მახლობლად) ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას რუსეთს და ოსმალეთს შორის. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით რუსეთის გაძლიერებას ეწინააღმდეგებოდნენ ევროპის სახელმწიფოები. ამიტომ მათ მოითხოვეს ხელშეკრულების გადახედვა.

1878 წელს ბერლინში გაიმართა კონგრესი, რომელზეც რუსეთი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო . კონგრესის გადაწყვეტილებით რუსეთს დაუბრუნდა ბესარაბიის სამხრეთი ნაწილი, რუსეთს გადაეცა დუნაის შესართავის ჩრდილოეთი ნაწილი, ამიერკავკასიაში კი ყარსი და აჭარა. ლაზეთი კვლავ ოსმალეთს დარჩა.

ოსმალეთთან ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთმა სცადა ბულგარეთის მის გავლენის ქვეშ მოქცევა და ამ ქვეყნის ტახტზე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის დამტკიცება. მაგრამ გერმანიამ და ავსტრია უნგრეთმა შეძლეს ბულგარეთის ტახტზე მათი სასურველი პირის დანიშვნა.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ექსპანსია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება