რუმინეთის შეიარაღებული ძალები
რუმინეთის შეიარაღებული ძალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
რუმინეთის შეიარაღებული ძალები Forţele Armate Române | ||||||||
დაარსდა 1860 წელს | ||||||||
ამჟამინდელი სახით | 2000 წლის 11 აპრილიდან | |||||||
შტაბი | ბუქარესტი, რუმინეთი | |||||||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია: | ||||||||
სახმელეთო ძალები/არმია | სახმელეთო ძალები | |||||||
სამხედრო-საჰაერო ძალები | სამხედრო-საჰაერო ძალები | |||||||
სამხედრო-საზღვაო ძალები | სამხედრო-საზღვაო ძალები | |||||||
ხელმძღვანელობა | ||||||||
მთავარსარდალი | პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ | |||||||
მინისტრი | მირჩა დუშა | |||||||
მინისტრის წოდება | რუმინეთის თავდაცვის მინისტრი | |||||||
გენერალური შტაბის მეთაური | გენერალ-ლეიტენანტი შტეფან დენილა | |||||||
შემადგენლობა | ||||||||
სამხედრო ასაკი | 18 წლიდან[1] | |||||||
გაწვევა | არა | |||||||
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის | 5 061 984 მამაკაცი (15-49 წწ) [1]
4 975 427 ქალი (15-49 წწ) [1] | |||||||
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის | 3 932 579 მამაკაცი (15-49 წწ)[1]
4 076 288 ქალი (15-49 წწ) [1] | |||||||
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს | 172,093 მამაკაცი (15-49 წწ)[1]
14,920 ქალი (15-49 წწ) [1] | |||||||
აქტიური სამხედრო პერსონალი | 79 900 (52-ე მსოფლიოში) | |||||||
სარეზერვო სამხედრო პერსონალი | 79 900 | |||||||
ქვეყნის გარეთ განლაგებული ძალები | 2,187 (მთლიანად)[2]
ავღანეთი - 1,821 | |||||||
ინდუსტრია და დანახარჯები | ||||||||
ბიუჯეტი | €1.78 მილიარდი.[3] | |||||||
მშპ-ის პროცენტი | 1.33%.[3] | |||||||
საშინაო მომწოდებლები | ROMARM Romtehnica ინდუსტრია აერონავტიკა რომანა | |||||||
საგარეო მომწოდებლები | ამჟამად: აშშ გაერთიანებული სამეფო გერმანია ესპანეთი საფრანგეთი იტალია ისრაელი ავსტრია შვეიცარია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რუსეთი კანადა დომინიკანელთა რესპუბლიკა საბერძნეთი ყოფილი: |
რუმინეთის შეიარაღებული ძალები (რუმ. Forţele Armate Române) — რუმინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს რუმინეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია (Forţele Terestre Române), სამხედრო-საჰაერო ძალები (Forţele Aeriene Române), სამხედრო-საზღვაო ძალები (Forţele Navale Române)
ბიუჯეტი
რედაქტირებარუმინეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტი €1.78 მილიარდია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.33%-ია.[4]
ძალა
რედაქტირებარუმინეთი ნატო-ს 2004 წელს შეუერთდა. შედეგად, მომზადდა რუმინეთის არმია, 2007 წელს გაუქმდა გაწვევა და ძალები მთლიანად პროფესიულ არმიად იქცა.
განახლებულ შეიარაღებული ძალებში მსახურობს 90 000 ჯარისაკაცი, რომელთაგან დაახლოებით 75 000 სამხედრო პირია (დანარჩენი დაახლოებით 15 000 სამოქალაქო პირია).[5] . რუმინეთის სახმელეთო ძალები 45 800-ს, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 13 250-სა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 6 800 ჯარისკაცს მოიცავს, ხოლო დანარჩენი 8 800 ჯარისკაცი სხვა სფეროებში მსახურობს. [6]
მოდერნიზაცია
რედაქტირებარუმინეთის სამხედრო ძალებმა არსებითად უნდა გაიაროს რესტრუქტურიზაციის სამი ეტაპი. 2007 წელს პირველი მოკლევადიანი ეტაპი დასრულდა. სავარაუდოდ 2015 წელს მეორე ეტაპი დასრულდება და შეიარაღებული ძალები ნატოს ძალებთან უმაღლეს თავსებადობა მიაღწევს,[7] ხოლო 2025 წელს გრძელვადიანი ეტაპი დასრულდება. ეტაპების მიზანია რუმინეთის სამხედრო ძალების სტრუქტურის მოდერნიზაცია, მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირება და ტექნოლოგიების გაუმჯობესება ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად.[7]
ქვეყნის გარეთ განლაგებული ძალები
რედაქტირებარუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ ერაყის ტერიტორიაზე ოპერაციებში აშშ-ის მხარეს. ერაყში, ერთდროულად ყველაზე ბევრი, 730 ჯარისკაცი რუმინეთს ტერიტორიის დატოვების დაწყებამდე ჰყავდა. ბოლო რუმინელი ჯარისკაცმა ერაყი 2009 წლის 24 ივლისს დატოვა.
ქვეყნის სამხედრო ძალები დღეს ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. 2010 წელს ავღანეთში 1 800 რუმინელი ჯარისკაცი იბრძოდა. 2010 წლის 8აპრილს ქვეყნის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს გააორმაგებდა.[8]
გასამხედროებული დაწესებულებები
რედაქტირებამოცემული დაწესებულები არის გასამხედროებული, თუმცა არ არის სამხედრო ძალების ნაწილი:
- რუმინეთის ჟანდარმერია (Jandarmeria Română), ექვემდებარება რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- Inspectoratul General al Corpului Pompierilor Militari (სამხედრო სახანძრო სამსახური) და Comandamentul Protecţiei Civile (სამოქალაქო თავდაცვა), გაერთიანებულია რუმინეთის საგანგებო სიტუაციათა გენერალური ინსპექციაში და ექვემდებარება რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- რუმინეთის სადაზვერვო სამსახური (Serviciul Român de Informaţii);
- რუმინეთის პირადი დაცვის სამსახური (Serviciul de Protecţie şi Pază)(უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პირების დაცვას);
- რუმინეთის სპეციალური სატელეკომუნიკაციო სამსახური (Serviciul de Telecomunicaţii Speciale);
- საგარეო სადაზვერვო სამსახური (Serviciul de Informaţii Externe).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ცსს-ის საერთაშორისო ფაქტების წიგნი -- რუმინეთი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. დაარქივებულია Military of Romania ორიგინალიდან — 2009-11-22. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ Romanian General Staff Data, ნოემბერი, 2011
- ↑ 3.0 3.1 (რუმინული) [1] დაარქივებული 2012-08-20 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (რუმინული)[2] დაარქივებული 2012-08-20 საიტზე Wayback Machine. , December 5, 2011
- ↑ Ministry of National Defence, Press conference
- ↑ Adevărul, România, cel mai important dintre viitorii membri ai NATO ("Romania, the most important among the future NATO members") დაარქივებული 2007-03-10 საიტზე Wayback Machine. , November 20, 2002
- ↑ 7.0 7.1 Ministry of National Defence, Strategia de transformare a Armatei României ("Strategy for the transformation of the Romanian Army")
- ↑ YAHOO News, თეთრი სახლის დღიურები: ობამა პრაღაში[მკვდარი ბმული]