როშკახოხი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
როშკახოხი — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ, მდინარე ჯუთისწყლისა (სნოსწყლის მდგენელი) და ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3562 მ. მწვერვალი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაფიქლებით. როშკახოხისთვის დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.
როშკახოხი | |
---|---|
ჭაუხის მასივი (მარცხნივ) და როშკახოხი (მარჯვნივ), ხედი დათვისჯვრის უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 42°34′06″ ჩ. გ. 44°49′44″ ა. გ. / 42.56833° ჩ. გ. 44.82889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3562 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 453.