როსტომ საგინაშვილი
როსტომ საგინაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1940 — გ. 13 თებერვალი, 2022) — ქართველი მომღერალი (ტენორი).
როსტომ საგინაშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1940 |
დაბ. ადგილი | კოლაგი |
გარდ. თარიღი | 13 თებერვალი, 2022 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | კოლაგი |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი |
როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულოს“ ჩანაწერი მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“ ოქროს ფირფიტით, მზის სისტემაში გაიტანა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაროსტომ საგინაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისში, მოსე თოიძის სახელობის სახელოსნოში, პარალელურად სპორტით იყო დაკავებული და ჭიდაობას ეუფლებოდა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გურჯაანის სამშენებლო ტრესტში დაიწყო მუშაობა. ქართულ ხალხურ სიმღერებს სამოყვარულოდ ასრულებდა და საკუთარი სურვილით გურჯაანის კულტურის სახლში მივიდა სინჯებზე, სადაც ხელმძღვანელობამ პირველივე მოსმენით მიიღო ანსამბლში.
გურჯაანის ანსამბლის თბილისში გამართულ ერთ-ერთ საკონონკურსო გამოსვლას ჯანო ბაგრატიონი და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ კავსაძე ესწრებოდნენ, რომელიც ანსამბლის საფრანგეთში გასტროლისთვის ეძებდა ნიჭიერ მუსიკოსებს და შესთავაზა საგინაშვილს ანსამბლში სინჯებზე მისვლა, სადაც შესარჩევი სიმღერა საგინშვილმა ანსამბლის პირველ ტენორთან, მიშიკუნა გოშაძესთან ერთად შეასრულა და პირველივე სინჯით ჩაირიცხა ანსამბლში.
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ანსამბლში როსტომ საგინაშვილის თანამშრომლობა ილია ზაქაიძესთან, მათ მიერ დუეტში შესრულებული ხალხური სიმღერები არნახული პოპულარობით სარგებლობდა მსმენელში. მათ რეპერტუარში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა „ჩაკრულოს“, რომლის ერთ-ერთი საკონცერტო შესრულების ჩანაწერიც, კოსმოსური პროექტ „ვოიაჯერის“ ფარგლებში ოქროს ფირფიტით, 1977 წელს მზის სისტემაში გაიგზავნა. ჩანაწერი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლის დროს, 1974 წელს, თუმცა შემსრულებლები იმის შესახებ, რომ ეს ჩანაწერი კოსმოსში გაუშვეს არ იყვნენ და მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს.
როსტომი აქტიურად იყო დაკავებული სამოყვარულო ფოტოგრაფიით და საკუთარ ზენიტის აპარატზე „ერისიონის“ საგასტროლო მოგზაურობების უნიკალური კადრები აქვს აღბეჭდილი.
როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა 2022 წლის 13 თებერვალს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოქროს ხმა - როსტომ საგინაშვილი
- „ძველი ამბის ახალი სიცოცხლე“ – „ჩაკრულო“, რომელმაც გალაქტიკა „გაარღვია“ და როსტომ საგინაშვილის ახდენილი ოცნება დაარქივებული 2022-02-18 საიტზე Wayback Machine.