ჩაკრულოქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია. ჩაკრულოს პირველი ჩანაწერი გააკეთა ზაქარია ფალიაშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). სიმღერაში რთული მოდულაციური ცვლილებებია. აგებულებით ჩაკრულო ემთხვევა სიმღერებს „ძველი სუფრული“ და „სუფრული და მისი დამატება“. ვარიანტების ტექსტები თემატიკურად განსხვავებულია. ვაჩნაძიანის ჩაკრულოს ტექსტი პროზაულია, ვხვდებით ეპიკურ სუფრულ პოეტურ ტექსტებსაც. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

1977 წელს გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვ.) შეტანილია ჩაკრულოც (ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსია).[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება