რონი ჯეიმზ დიო
რონი ჯეიმზ დიო (ნამდვილი სახელი: რონალდ ჯეიმზ პადავონა. დ. 10 ივლისი, 1942 — გ. 16 მაისი, 2010) — იტალიელ-ამერიკელი მძიმე მეტალის შემსრულებელი, ვოკალისტი და კომპოზიტორი. მოღვაწეობდა შემდეგ ჯგუფებში: ელფი, რეინბოუ, Black Sabbath, Heaven & Hell და საკუთარ ბენდში დიო. ფართოდ იყო ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ვოკალისტი მძიმე მეტალის ჟანრში.
რონი ჯეიმზ დიო | |
---|---|
რონი ჯეიმზ დიო | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რონალდ ჯეიმზ პადავონა |
დაბ. თარიღი |
10 ივლისი, 1942 პორტსმუთი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ |
დაბ. ადგილი | პორტსმუთ |
გარდ. თარიღი |
16 მაისი, 2010 ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
გარდ. ადგილი | ჰიუსტონი[1] |
დასაფლავებულია | Forest Lawn Memorial Park |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, მძიმე როკი, ბლუზ როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1957 – 2010 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
რონი ჯეიმზ დიო ვიკისაწყობში |
ადრეული წლები
რედაქტირებაროლანდ ჯეიმზ პადავონა იგივე რონი ჯეიმზ დიო დაიბადა პორტსმუთში. ის ერთადერთი შვილი იყო მის იტალიურ ოჯახში. დიო პატარა იყო, როდესაც მისი ოჯახი ნიუ-იორკის შტატში ქალაქ კორტლენდში გადავიდა საცხოვრებლად. მან სკოლა კორტლენდში დაამთავრა 1960 წელს. 2004 წელს ის კორტლენდის სკოლის დიდების დარბაზში თანამდებობაზე დანიშნეს, 1988 წელს მის მშობლიურ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას კი დიოს გზა უწოდეს.
დიომ 5 წლიდან ისწავლა საყვირზე შესრულება და შემდეგ რამდენიმე სინგლიც ჩაწერა სხვადასხვა როკ ჯგუფებთან ერთად. სკოლაში სწავლის პერიოდში ის შეუერთდა ჯგუფს, სახელწოდებით The Vegas Kings, სადაც ის ბას გიტარაზე უკრავდა. საბოლოოდ ის ამ ჯგუფის ვოკალისტი გახდა და ჯგუფს Ronnie And The Red Caps უწოდა. ამ სახელით მან პირველი სინგლი გამოუშვა 1958 წელს.
რონიმ სახელი ”დიო” აიღო მაფიის ერთ-ერთი წევრის ჯონი დიოდან გამომდინარე. პირველად ეს სახელი მან გამოიყენა 1961 წელს, როდესაც მან დიო დაამატა ჯგუფის მიერ მეორედ გამოშვებულ ალბომს Seneca-ს. მან მალე ჯგუფს ისევ შეუცვალა სახელი და უწოდა Ronnie Dio and the Prophets.
ადრეული კარიერა
რედაქტირებადიოს მუსიკალური კარიერა დაიწყო 1957 წელს მას შემდეგ რაც რამდენიმე კორტლენდელმა მუსიკოსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Vegas Kings, რომელმაც მალე შეიცვალა სახელი და ეწოდა Ronnie and the Rumblers. ჯგუფის საწყისი შემადგენლობა იყო : პადავონა (დიო) ბას გიტარაზე, ვოკალი - ბილი დე ვოლფი, გიტარა - ნიკ პანტასი, დრამი - ტომ როჯერსი და საქსოფონზე - ჯეკ მუსკი.
1958 წელს ჯგუფმა ისევ შეიცვალა სახელი და ეწოდა Ronnie and the Redcaps. შემადგენლობაშიც მოხდა რამდენიმე ცვლილება-დიომ შეცვალა დე ვოლფი და ვოკალისტი გახდა, მოვიდა ახალი გიტარისტი დიკ ბოტოფი, ჯეკ მუსკიმ კი ჯგუფი დატოვა. 1961 წელს ჯგუფს ისევ შეუცვალეს სახელი და ახლა Ronnie Dio and The Prophets ეწოდა. ეს კოლექტივი დაიშალა 1967 წელს, მაგრამ დიომ და გიტარისტმა ნიკ პანტასმა შექმნეს ახალი ჯგუფი Elf. ამ სახელწოდებით ისინი გამოვიდნენ Deep Purple-ის კონცერტზე. დიოს ვოკალი მოეწონა გიტარისტ რიჩი ბლეკმორს, რომელმაც შემდგომში, Deep Purple-იდან წამოსვლის შემდეგ, დიო და ელფის სხვა წევრები მიიწვია რეინბოუს შესაქმნელად. ჯგუფმა პირველი ალბომი გამოუშვა 1975 წელს. ამ კოლექტივში დიომ სამზე მეტი ალბომი ჩაწერა , მაგრამ შემდეგში შექმნილი უთანხმოების გამო მან ჯგუფი დატოვა, რადგან დიოსგან განსხვავებით ბლეკმორს სურდა ჯგუფი უფრო კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინა.
Black Sabbath
რედაქტირებარეინბოუდან წამოსვლის შემდეგ 1979 წელს დიო შეუერთდა Black Sabbath-ს, სადაც მან შეცვალა ოზი ოსბორნი. მათ გამოუშვეს წარმატებული ალბომი Heaven and Hell, რომელმაც გამოაცოცხლა ჯგუფის კარიერა. Black Sabbath-ის პერიოდში დიომ პირველად გამოიყენე ჟესტი ”ეშმაკის რქები”, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. დიომ განაცხადა, რომ ბებიამის ჰქონდა ჩვევა თითებით გამოეხატა რქები, რათა მოეგერიებინა ეშმაკის თვალები, რომელიც ჩვეულებრივ გავრცელებული იყო ცრუმორწმუნე სამხრეთ იტალიელებში. დიო არ იყო პირველი, რომელმაც გამოხატა სცენაზე რქების სიმბოლო. ამას ყოველ კონცერტზე აკეთებდა ფსიქოდელიური როკ ჯგუფი Coven, მაგრამ მასობრივი პოპულარიზაცია ამ ჟესტს დიომ გაუწია.
1992 წელს დიო მცირე ხნით კვლავ დაუბრუნდა Black Sabbath-ს ალბომ Dehumanizer-ის ჩასაწერად. ეს ალბომი მოხდა 40 საუკეთესოს შორის ბრიტანეთში, ხოლო ბილბორდის სიაში 44-ე ადგილი დაიკავა.
დიო
რედაქტირება1982 Black Sabbath-ის დატოვების შემდეგ რონი ჯეიმზ დიომ შექმნა ახალი ჯგუფი დიო, რომელშიც მან მიიწვია ვივიენ კემპბელი (გიტარა), ჯიმი ბეინი (ბას გიტარა) და ვინი ეპაისი (დრამი).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადიოს პირველი მეუღლე იყო ლორეტა ბერარდი (დ. 1941 წელს). მათ 60-იან წლებში იქორწინეს. შემდგომში მათ იშვილეს ვაჟიშვილი დენ პადავონა, რომელიც ამჟამად მეტეოროლოგია და მუშაობს ამინდის ნაციონალურ სამსახურში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბინგემტონში.
ბერარდისთან გაყრის შემდეგ დიო დაქორწინდა ვენდი გალაქსიოლაზე (დ. 1947 წელს), რომელიც მისი მენეჯერიც გახდა. გალაქსიოლა ამასთანავე არის თვითდაფინანსებადი ორგანიზაციის „ღამის ბავშვების“ თავმჯდომარე. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს ამერიკელი მოზარდების ხსნას პროსტიტუციისგან. დიოს ჰყავს ორი შვილიშვილი: ჯო და ენჯელა.
ცხოვრების ბოლო წლები დიომ ლოს-ანჟელესში გაატარა. 2009 წლის 25 ნოემბერს მისმა ცოლმა/მენეჯერმა გამოაცხადა, რომ დიოს კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაუნიშნეს. თავდაპირველად ქიმიოთერაპია წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც ისევ დაიწყო აქტიური საუბარი საკონცერტო მოღვაწეობის გაგრძელების შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე ისევ გაუარესდა და დიო იძულებული გახდა, დაგეგმილი კონცერტები გაეუქმებინა. რამდენიმე თვის შემდეგ ის გარდაიცვალა.
ჯგუფები წლების მიხედვით
რედაქტირება- The Vegas Kings (1957–1958)
- Ronnie & The Ramblers (1958)
- Ronnie and the Red Caps (1958–1961)
- Ronnie Dio and the Prophets (1961–1967)
- The Electric Elves (1967–1969)
- Elves (1969–1970)
- ელფი (1970–1975)
- რეინბოუ (1975–1979)
- Black Sabbath (1979–1982)
- დიო (1982–1991)
- Black Sabbath (1991–1992)
- დიო (1993–2010)
- Black Sabbath (2006) (სამი ახალი სიმღერის ჩასაწერად Black Sabbath: The Dio Years)
- Heaven & Hell (2006–2010)
დისკოგრაფია
რედაქტირებადიოს ალბომები
- Holy Diver (1983) აშშ - პლატინა / ინგლისი - ვერცხლი
- The Last in Line (1984) აშშ - პლატინა / ინგლისი - ვერცხლი'
- Sacred Heart (1985) აშშ - ოქრო
- Intermission (1986)
- Dream Evil (1987)
- Lock up the Wolves (1990)
- Dio - Sacred Heart: The DVD (1991)
- Diamonds – The Best of Dio
- Strange Highways (1994)
- Angry Machines (1996)
- Inferno - Last in Live (1998)
- Magica (2000)
- The Very Beast of Dio (2000) US Gold
- Killing the Dragon (2002)
- Master of the Moon (2004)
- We Rock ~ Dio (DVD 2005)
- Evil or Divine - Live In New York City (2005)
- Holy Diver - Live (2006)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134359615 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.