რომბლონიარქიპელაგი პროვინცია ფილიპინებში, მიმაროპის რეგიონში. არქიპელაგის უდიდესი კუნძულია ტაბლასი, რომელიც 9 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რომბლონის შემადგენლობაშია კუნძული სიბუიანი, რომელიც სამ ქალაქს მოიცავს, ასევე პატარა კუნძულ მუნიციპალიტეტებს, როგორებიცაა კორკერა, ბანტონი, კონსეპსიონი, სან-ხოზე და რომბლონი, რომელიც პროვინციის დედაქალაქია. პროვინცია მარინდუკესა და კესონის სამხრეთით, აღმოსავლეთ მინდოროს აღმოსავლეთით, აკლანისა და კაპისის ჩრდილოეთით და მასტაბეს დასავლეთით მდებარეობს. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 292 781 ადამიანს შეადგენს.

რომბლონი
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი რომბლონი
შიდა დაყოფა ალკანტარა, ბანტონი (რომბლონი), Cajidiocan, კალატრავა, კონსეპსიონი, კორკუერა, ფეროლი, ლოოკი, მაგდივანგი, ოდიონგანი, რომბლონი, სან-აგუსტინი, სან-ანდრესი, San Fernando, San Jose, სანტა-ფე და სანტა-მარია
კოორდინატები 12°33′00″ ჩ. გ. 122°17′00″ ა. გ. / 12.55000° ჩ. გ. 122.28333° ა. გ. / 12.55000; 122.28333
მმართველი Jose Riano
დაარსდა 1947, 19 მარტი, 1853, 11 იანვარი, 1868, 16 მარტი, 1901[1] , 15 ივლისი, 1907[2] და 1918
ფართობი 1533.45 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 308 985 (1 მაისი, 2020)[3]
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 5500–5515
ოფიციალური საიტი https://romblonparadise.com/
300
300

1569 წელს ესპანელების ჩასვლამდე რომბლონი აბორიგენი ფილიპინელებით იყო დასახლებული. ეროვნული მუზეუმის მიერ 1936 წელს აღდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით დგინდება, რომ რომლონის აბორიგენებს მდიდარი და განვითარებული კულტურა ჰქონდათ. ესპანური კოლონიური მმართველობის დროს თავდაპირველად რომბლონი ახლად დაარსებული ილოილოს პროვინციის მიერ იმართებოდა. 1716 წელს მუნიციპალიტეტი ახლად შექმნილი კაპისის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. 1901 წელს ამერიკელბის ჩამოსვლის შემდეგ რომბლონი პროვინციად გამოცხადდა და სამოქალაქო მმართველობა დამყარდა. 1907-1945 წლებში რომბლონმა პროვინციის სტატუსი დაკარგა, თუმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს კვლავ აღიდგინა.

რომბლონის მოსახლეობა სამ ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფად იყოფა: რომლომანონებად, ონჰანებად და ბანტოანებად (ასებად). ეს ჯგუფები არქიპელაგის კონკრეტულ კუნძულებზე ცხოვრობენ და თავიანთი ენა და წეს-ჩვეულებები აქვთ. რომბლომანურ ენაზე ძირითადად ქალაქ რომბლონის მაცხოვრებლები, სიბუიანის კუნძულზე მდებარე სამი ქალაქის მკვიდრები და ტაბლასის კუნძულზე მდებარე სან-აგუსტინის ბინადრები საუბრობენ. ონჰანურ ენაზე ძირითადად კუნძულ ტაბლასის სამხრეთ ნაწილის მუნიციპალიტეტებისა (ალკანტარა, ლოოკი, ფეროლი, სანტა-ფე, სან-ანდრესი და სანტა-მარია) და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტის მკვიდრები საუბრობენ. კუნძულ ტაბლასის ჩრდილოეთ ნაწილში (ოდიონგანი და კალატრავა) და კორკუერის, ბანტონისა და კონსეპსიონის კუნძულოვან მუნიციპალიტეტებში ბანტოანურ საუბრობენ.

ამჟამად პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა, ძირითადად, ბრინჯისა და კპრის წარმოება, ასევე თევზჭერა. რომბლონში განვითარებულია მარმარილოს ინდუსტრია, რადგანაც პროვინცია მდიდარია იტალიური ხარისხის მარმარილოთი. სწორედ ამის გამო მას ხშირად „ფილიპინების მარმარილოს დედაქალაქს“ უწოდებენ. უკანასკნელ წლებში პროვინცია ეკოტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა და თეთრი ქვიშის პლაჟებს, წყალქვეშა ყვინთვის წერტილებს, მთებსა და წვიმის ტყეებს ტურისტები მთელი წლის მანძილზე სტუმრობენ.

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
მაკატ-ანგის პლაჟი ბანტონში

ლეგენდის თანახმად, პროვინციის სახელწოდება წარმოდგება რომბლომანონური სიტყვიდან Nagalumyom, როგორც ბუდეში კვერცხებზე მჯდომ ქათამს უწოდებენ.[4] შემდეგ დასახელება Lomlom-მდე შეიკვეცა, ბოლოს კი Donblon-მდე. 1582 წელს დაწერილ წიგნში Relacion de las Islas Filipinas, ესპანელი მემატიანე, მიგელ დე ლოარკა კუნძულს სწორედ ასე მოიხსენიებს.[5]

ადგილობრივი ისტორიკოსები, როლანდ მადეჯა და ეველინ რეიესი პროვინციის სახელწოდებას კუნძულის მოყვანილობას უკავშირებენ. მადეჯას აზრით, რომბლონი ესპანური სიტყვიდან ronblon წარმოდგება და „ჭანჭიკს“ ნიშნავს. მისი თქმით, ესპანელებმა კუნძული ჭანჭიკს მიამსგავსეს.[6] რეიესი კი თვლის, რომ რომბლონი ესპანური მონეტის დასახელებიდან წარმოდგება, რომელსაც მოროს მეკობრეები პატარძლისთვის სათავნოს სახით იხდიდნენ. შესაძლოა, ესპანელებმა კუნძულის ფორმა მონეტის მოყვანილობას მიმამსგავსეს.[7]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ტამბაკის პლაჟი ბანტონში

რომბლონს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ის ფილიპინების არქიპელაგის ცენტრში მდებარეობს. გეოგრაფიულად ვისაიასის შემადგენლობაში შედის და სამი მთავარი კუნძულის (ტაბლასი, სიბუიანი და რომბლონი) და 17 პატარა კუნძულისგან შედგება. არქიპელაგი ღრმა წყლებითაა გარშემორტყმული. აღმოსავლეთით მასტაბე მდებარეობს, დასვლეთით — მინდორო, ჩრდილოეთით — მარინდუკე და სამხრეთით — პანაი. რომბლონი მანილიდან 187 საზღვაო მილით სამხრეთით მდებარეობს. კუნძულები გაფანტულია და მათზე მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით მოხვედრაა შესაძლებელი, გარდა ტაბლასის კუნძულისა, სადაც ალკანტარის მუნიციპალიტეტში შიდა აეროპორტი მდებარეობს.[8][9][10]

ტოპოგრაფია

რედაქტირება

პროვინციის ფართობი 1 533.45 კმ²-ია, რაც მიმაროპის რეგიონის მთლიანი ფართობის 5.3%-ია. პროვინცია უმეტესწილად მთიანია. ტერიტორიის 40%-ზე მეტი 50%-ზე მეტი დახრილობის მქონეა. 0-დან 3%-მდე დახრილობის მიწებს პროვინციის 10% უკავია, ხოლო 3-დან 8%-მდე დახრილობის მიწები ტერიტორიის 4%-ს ფარავს. ზოგიერთი კუნძულის ტოპოგრაფიისთვის დამახასიათებელია სანაპირო დაბლობები, დაბალი ბორცვები და ვაკეები.[11][8][12]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
მეთევზეები რომბლონში

რომბლონი 17 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მათგან 9 ტაბლასის კუნძულზე მდებარეობს (სან-აგუსტინი, კალატრავა, სან-ანდრესი, ოდიონგანი, ფეროლი, სანტა-ფე, ლოოკი, ალკანტარა და სანტა-მარია), სამი სიბუიანის კუნძულზე (მაგდივანგი, კახიდოკანი და სან-ფერნანდო), ხოლოხ ხუთი (რომბლონი, სან-ხოზე, ბანტონი, კონსეპსიონი და კორკუერა) კუნძულოვანი მუნიციპალიტეტებია.[11][8][12]

კორონას კლიმატის კლასიფიკაციით, რომბლონი III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ სარტყელში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად გამოხატული არაა. ჩვეუელბრივ, წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე, ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდება, როდესაც სამხრეთ-დასავლეთის მუსონები ჭარბობს. მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად წვიმს. წლიური საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F). ყველაზე ცივი თვე თებერვალია, როდესაც ტემპერატურა 20 °C-მდე (68 °F) ეცემა, ხოლო ყველაზე თბილი თვე მაისია, რომლის დროსაც ტემეპრატურა 35 °C-ს (95 °F) აღწევს. ივნისიდან ოქტომბრამდე მთელ პროვინციაში ჰაბაგატის მუსონებია, ხოლო ამიჰანი (ჩრდილო-აღმოსავლეთი ქარები) კუნძულებზე დეკემბრიდან თებერვლამდე ქრის.[11][8][12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   რომბლონი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
  • Official Website of the Romblon Provincial Government
  • Local Governance Performance Management System დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  • Esquejo, Kristoffer (2014). „The Making of a Philippine Province: Romblon During the American Colonial Period“ (PDF). Asian Studies: Journal of Critical Perspectives on Asia. University of the Philippines Diliman. 50 (2): 74–106.
  1. Act No. 104
  2. Act No. 1665
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. Local historian Francis Ray Prado details the legend, saying that when the Spanish, led by conquistador Martin de Goiti, arrived in Romblon in 1569, they wandered along the island's beaches searching for food and water. One of the men encountered a hut with a hen's nest on top of a post near its window. The man asked the house's occupant, a young woman, if he could have the hen for free, but the woman, unable to understand Spanish, answered, "Nagalumyom!" which in the local language means "the hen was brooding eggs." Prado, Francis Ray (2005). The History of Carmen Including Historical and Cultural Background of North-eastern Barangays of the Municipality of San Agustin, Romblon. Private publication, გვ. 15. 
  5. (9 August 2005) Relacion de las Islas Filipinas by Miguel de Loarca. Project Gutenberg. ციტირების თარიღი: 8 September 2015. 
  6. Madeja, Roland F. (1993). Romblon Province, 1570–1946: Its History and Development. Manila: Manuel Luis Quezon University, გვ. 38. 
  7. Reyes, Evelyn M. (1995). Romblon During American Regime, 1898–1946. Manila: De La Salle University, გვ. 12. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 History. Profile of Romblon Province (2013). ციტირების თარიღი: 8 September 2015.
  9. PAL opens Manila-Tablas service. Philippine Airlines (20 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 28, 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.
  10. Location, Geography and Climate. Romblon Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 9 September 2015.
  11. 11.0 11.1 11.2 History. Romblon Province. Romblon Provincial Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 8 September 2015.
  12. 12.0 12.1 12.2 (2010) Geo-Physical Environment. Romblon: Provincial Government of Romblon.