აღმოსავლეთი მინდორო (ტაგ: Silangang Mindoro; ილოკ: Amianan nga Mindoro) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კუნძულ მინდოროზე, მიმაროპის რეგიონში. მანილიდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. პროვინციას ჩრდილოეთით ვერდის კუნძული და ბატანგასი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — მარინდუკე, მაესტრო დე კამპოს კუნძული, ტაბლასის სრუტე და რომბლონის დარჩენილი ნაწილი, სამხრეთით — სემირარა, კალუიის კუნძულის დარჩენილი ნაწილი და ანტიკე, ხოლო დასავლეთით — დასავლეთი მინდორო. კუნძულის ერთადერთი ქალაქი და პროვინციული დედაქალაქია კალაპანი.

აღმოსავლეთი მინდორო
დროშა
Orien. Mindoro Flag.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი კალაპანი
შიდა დაყოფა კალაპანი, Baco, Bansud, Bongabong, Bulalacao, Gloria, Mansalay, Naujan, Pinamalayan, Pola, Puerto Galera, Roxas, San Teodoro, Socorro და Victoria
კოორდინატები 13°00′00″ ჩ. გ. 121°25′00″ ა. გ. / 13.00000° ჩ. გ. 121.41667° ა. გ. / 13.00000; 121.41667
მმართველი Humerlito Dolor
დაარსდა 1950
ფართობი 4238.38 კმ²
მოსახლეობა 908 339 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 43
საფოსტო ინდექსი 5200–5214
ოფიციალური საიტი http://www.ormindoro.gov.ph/
300
300

აღმოსავლეთი მინდორო ცნობილი ეკოტურისტული დანიშნულების ადგილია. 2005 წელს ამერიკელმა ბიოლოგებმა, კენტ კარპენტერმა და ვიქტორ სპრინგერმა ფილიპინები მსოფლიოში საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრად და ყველაზე მრავალფეროვანი საზღვაო ეკოსისტემების მქონე სახელმწიფოდ დაასახელეს. ვერდის კუნძულის გასასვლელში, მინდოროსა და ლუსონის მთავარ კუნძულს შორის წყლებში ფილიპინების ენდემური სახეობების უმრავლესობა ბინადრობს. კარპენტერისა და სპრინგერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (2005) ვერდის კუნძულის მიმდებარე წყლებში მარჯნების, მოლუსკების, თევზების, რეპტილიებისა და ზღვის ძუძუმწოვრების 2 983 სახეობაა დაფიქსირებული.[2]

1970-იან წლებში პროგრამის ადამიანი და ბიოსფერო ფარგლებში იუნესკომ პუერტო-გალერა ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. ვერდის კუნძულის გასასვლელი დანართში „მარჯნის სამკუთხედი“ (ფილიპინები, მალაიზია და ინდონეზია) მოხსენიებული როგორც „მსოფლიოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრი“ და „სანაპიროს თევზების ბიომრავალფეროვნების ცენტრი“.[3]

გეოგრაფიარედაქტირება

 
აღმოსავლეთ მინდოროს პოლიტიკური რუკა

აღმოსავლეთ მინდოროს ფართობი 4 238.38 კმ²-ია.[4] პროვინცია კუნძულ მინდოროს აღმოსავლეთ ნაწილში მდებაროებს. შედის მიმაროპის რეგიონის შემადგენლობაში. პროვინციას ჩრდილოეთით ვერდის კუნძული და ბატანგასი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — მარინდუკე, მაესტრო დე კამპოს კუნძული, ტაბლასის სრუტე და რომბლონის დარჩენილი ნაწილი, სამხრეთით — სემირარა, კალუიის კუნძულის დარჩენილი ნაწილი და ანტიკე, ხოლო დასავლეთით — დასავლეთი მინდორო.

პროვინციის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ბორცვებსა და ვაკეებს უკავია. ჰალკონის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2 582 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ფილიპინების მასშტაბით მე-18 უმაღლესი მწვერვალი და პროვინციისა და კუნძულის უმაღლესი მწვერვალია. ნაუხანის ტბა მეხუთე უდიდესი ტბაა ქვეყნის მასშტაბით. მისი ზედაპირის ფართობი 8 125 ჰექტარია და კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

აღმოსავლეთი მინდორო 14 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს (კალაპანი) მოიცავს, რომელიც პროვინციის პროვინციული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს.

კლიმატირედაქტირება

აღმოსავლეთ მინდოროს კლიმატს გამოკვეთილი მშრალი და წვიმების სეზონი არ ახასიათებს. საშუალო ტემპერატურა 28-დან 32 °C-მდეა (82-90 °F). ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. შეფარდებითი ტენიანობის მაჩვენებელი 87%-ია.[5]

დემოგრაფიარედაქტირება

 
კალაპანი — აღმოსავლეთ მინდოროს უდიდესი ქალაქი და პროვინციული დედაქალაქი

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 844 059 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 200 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციის მოსახლეობის 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და თევზჭერაშია ჩართული. ურბანიზაციის მაჩვენებელი 3-%-ია. მოსახლეობის უმრავლესობა ტაგალურ ენაზე საუბრობს. მცირე ნაწილის მშობლიური ენა ილოკანური და ვისაიანური ენებია.[6]

რელიგიარედაქტირება

აღმოსვლეთ მინდოროს პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 81%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. რელიგიურ უმცირესობებს სხვა ქრისტიანული და ისლამური კონფესიები შეადგენენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი ანიმისტი და ათეისტია.[7]

ეკონომიკარედაქტირება

არმოსავლეთ მინდოროს ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. პროვინციის მოსახლეობას ძირითადად ბრინჯი, სიმინდი, ქოქოსი, ბოსტნეული და ხილი (ბანანი, რამბუტანგი, ლანგსატი, დურიო) მოჰყავს. აღმოსავლეთ მინდორო ცნობილია როგორც „სამხრეთ ტაგალოგის ბრინჯისა და ხილის ბეღელი“ და რეგიონის ლიდერია ბანანის წარმოების მიხედვით. პროვინციის 169 603.34 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს უკავია. სტისტიკის მიხედვით 85 244 ჰექტარზე ბრინჯი მოჰყავთ, 21 671 ჰექტარზე კი ქოქოსის პლანტაციებია გაშლილი. 2019 წლისთვის პროვინცია ბრინჯის წარმოებით ფილიპინების პროვინციებს შორის მოწინავე ადგილზე იყო.[8]

ადგილობრივი მმართველობარედაქტირება

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. აღმოსავლეთ მინდოროს ამჟამინდელი გუბერნატორი ჰუმერლიტო დონორია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ანტონიო პერეს უმცროსი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Carpenter, Kent; Springer, Victor, "The center of the center of marine shore fish biodiversity: the Philippine Islands", Environmental Biology of Fishes, Volume 72, Number 4, April 2005, pp. 467-480(14).
  3. Puerto Galera Biosphere Reserve.
  4. Province: Oriental Mindoro". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  5. Climate & Weather Averages in Province of Mindoro Oriental, Philippines en. ციტირების თარიღი: 2019-07-29
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-12-01.
  7. Oriental Mindoro Statistical Tables (XLS) (2015). ციტირების თარიღი: July 29, 2019
  8. NFA SURPASSES TARGET, TOPS 5M MARK IN PALAY PROCUREMENT - National Food Authority (July 29, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 1, 2020. ციტირების თარიღი: 2019-07-29