რალი (ქალაქი)
რალი (ინგლ. Raleigh /ˈrɑːli/)[5] — ქალაქი აშშ-ში. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი შარლოტის შემდეგ. რალი ცნობილია, როგორც „მუხების ქალაქი“ მუხის ხეების სიმრავლის გამო, რომლებიც ქალაქის ცენტალურ ქუჩებზეა დარგული.[6] 2011 წლის აღწერით რალიში ცხოვრობდა 416 468 ადამიანი (370 კმ2-ზე) და ამ მონაცემით მას აშშ-ს ქალაქებს შორის 42-ე ადგილი ეკავა. ის ასევე ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[3][7][8] ქალაქს სახელი ეწოდა სერ უოლტერ რალის პატივსაცემად, რომელმაც როანაკის კუნძულზე დააარსა როანაკის კოლონია (დღევანდელი დეირის ოლქი).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რალი Raleigh | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | ჩრდილოეთი კაროლინა | ||||
კოორდინატები | 35°49′08″ ჩ. გ. 78°38′42″ დ. გ. / 35.81889° ჩ. გ. 78.64500° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Mary-Ann Baldwin[1] | ||||
დაარსდა | 1770[2] | ||||
ფართობი | 375 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 96 მ | ||||
მოსახლეობა | 423 179 კაცი (2012[3][4]) | ||||
სიმჭიდროვე | 1 097.17 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 998 808 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 919, 984 | ||||
საფოსტო ინდექსი | 27601 | ||||
ოფიციალური საიტი | raleighnc.gov | ||||
მეტსახელი | „მუხების ქალაქი“. | ||||
რალი, დარემი და ჩაპელ-ჰილი არაინ „კვლევის სამკუთხედის“ მეტროპოლიური რეგიონის მთავარი ქალაქები. რეგიონის მეტსახელი „სამკუთხედი“ მომდინარეობს 1959 წელს დარემში შექმნილი Research Triangle Park-დან (კვლევების სამკუთხედი პარკი), რომელიც დაახლოებით რალისა და ჩაპელ-ჰილს შორის მდებარეობს. ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის სამი მთავარი კვლევითი უნივერსიტეტი: ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩაპელ-ჰილში სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. 2012 წლის აღწერით რალი–დარემი–ჩაპელ-ჰილის რეგიონის მოსახლეობა 1 998 808 ადამიანს შეადგენდა.[9] ხოლო რალის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა იყო 1 188 564 ადამიანი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარალის ექვსი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს.[10][11]
ჯილდოები
რედაქტირებარალი აშშ-ს მასშტაბით ხშირად იღებს აღიარებას ცხოვრების მაღალი დონისა და კარგი ბიზნეს-კლიმატის გამო. ზოგიერთი ჯილდო აქ არის მოცემული:
- აშშ-ს საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი - N1 (Businessweek.com, 2011 წლის ივნისი)[14]
- საუკეთესო ადგილი ბიზნესისა და კარიერისთვის - N2 (Forbes.com, 2012 წლის ივნისი)[15]
- 10 საუკეთესო ქალაქი განათლებული მუშაკებისთვის – N5 (247WallSt.com, 2011 წლის სექტემბერი)[16]
- ყველაზე მომხიბლავი ბიზნეს ადგილი – N5 (KPMG, 2012 წლის მარტი)[17]
- საუკეთესო ქალაქი აშშ-ში ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის – N3 (EcoSalon,2012 წლის მარტი)[18]
- ტექნოლოგიური სამსახურების ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი – N1 (Dice, 2012 წლის მარტი)[19]
- საუკეთესო ქალაქი ოჯახებისთვის — N5 (Forbes, 2012 წლის აპრილი)[20]
- 10 საუკეთესო ქალაქი ახლადდაქორწინებულებისთვის – N2 (Forbes.com, 2012 წლის ივლისი)[21]
- საუკეთესო ადგილები პენსიაში გასული ოჯახებისთვის – N3 (Forbes.com, 2011 წლის იანვარი)[22]
- აშშ-ს ტექნიკურად ყველაზე კარგად გამართული ქალაქი – N1 (Forbes.com, 2010 წლის მარტი)[23]
- აშშ-ს ყველაზე უსაფრთხო ქალაქი – N1 (Forbes.com, 2010 წლის ოქტომბერი)[23]
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://raleighnc.gov/city-council/mary-ann-baldwin
- ↑ timeline of Raleigh, North Carolina history
- ↑ 3.0 3.1 Table 1: Annual Estimates of the Population for Incorporated Places Over 100,000, Ranked by July 1, 2008 Population: April 1, 2000 to July 1, 2008 (CSV). 2008 Population Estimates. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო, Population Division (July 1, 2008). ციტირების თარიღი: July 2, 2009.
- ↑ Annual Estimates of the Population of Metropolitan and Micropolitan Statistical Areas: April 1, 2000 to July 1, 2008 (CSV). 2008 Population Estimates. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო, Population Division (July 1, 2009). ციტირების თარიღი: July 2, 2009.
- ↑ Bill Leslie. (November 3, 2011) NC Pronunciation Guide. WRAL-TV. ციტირების თარიღი: July 18, 2013
- ↑ „Population & Census Information“. City of Raleigh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-21. ციტირების თარიღი: 2009-08-21. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Cary third fastest growing city in ’08; Raleigh is 8th, Durham 16th. wral.com (July 1, 2009). ციტირების თარიღი: July 2, 2009.
- ↑ Fisher, Daniel. „America's Fastest-Growing Cities“. Forbes.com. ციტირების თარიღი: 2012-05-14.
- ↑ Population Estimates 2012 Combined Statistical Areas: April 1, 2010 to July 1, 2012. U.S. Census Bureau. ციტირების თარიღი: 2013-03-14.
- ↑ The Official City of Raleigh Portal. Raleighnc.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2012-05-18.
- ↑ The Official City of Raleigh Portal. Raleigh-nc.org. ციტირების თარიღი: 2012-01-04.
- ↑ Sister Cities Association of Raleigh, Raleigh Sister Cities. Raleighsistercities.org. ციტირების თარიღი: 2012-01-04.
- ↑ Raleigh, North Carolina. Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-16. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ Wong, Venessa. Which is America's Best City?. BloombergBusinessWeek. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Badenhausen, Kurt. The Best Places for Business and Careers. Forbes.com. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ The 10 Best Cities for Educated Workers. 24/7 Wall Street. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Oklahoma City, Nashville Ranked Most Cost-Attractive Business Locations Among Mid-Sized U.S. Cities. KPMG. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Marati, Jessica. The Healthiest and Happiest Cities in the U.S.. Ecosalon.com. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Bewley, Jennifer. Fastest-Growing Cities for Technology Jobs. Dice.com. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Van Riper, Tom. The Best Cities for Raising a Family. Forbes.com. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ Taylor, Kari. The 10 Best Cities for Newlyweds. Forbes.com. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ O'Malley Greenburg, Zack. Best Places for Bargain Retirement Homes. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2013.
- ↑ 23.0 23.1 Raleigh. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2013.