როდოქროზიტი (ბერძ. ῥόδονვარდი და χρῶσις — შეფერილობა), მანგანუმის შპატი — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შემადგენლობა . მინარევებია , , და სხვ. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. აგრეგატები ჩვეულებრივ მარცვლოვანი აქვს. ვარდისფერია, ზოგჯერ წითელი. სიმაგრე მინერალური სკალით 3,5–4; სიმკვრივე 3600–3700 კგ/მ³. ძირითადად წარმოიქმნება დალექვის გზით, აგრეთვე — ჰიდროთერმულ და მეტასომატურ საბადოებში. მანგანუმის ერთ-ერთი მადანია. როდოქროზიტის საბადოებია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, აშშ-ში და სხვ.

როდოქროზიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაMnCO3
იდენტიფიკაცია
ფერივარდისფერი, წითელი
სიმაგრე მოოსის სკალით3,5–4
სიმკვრივე3600–3700 კგ/მ³

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება