რობერტ სოლოუ
რობერტ სოლოუ (დ. 23 აგვისტო, 1924 — გ.21 დეკემბერი, 2023) — ამერიკელი ეკონომისტი. მისმა შრომამ ეკონომიკური ზრდის თეორიების სფეროში კულმინაციას მიაღწია და ჩამოყალიბდა, როგორც ეგზოგენური ზრდის მოდელი და მის სახელს ატარებს[17] [18]. ამჟამად, ეკონომიკის საპატიო პროფესორია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც პროფესორის თანამდებობას იკავებს 1949 წლიდან[19]. 1961 წელს მიიღო ჯონ ბეითს კლარკის მედალი[20], 1987 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში[21], ხოლო თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა 2014 წელს[22] . მისი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისგან ოთხმა - ჯორჯ აკერლოფმა, ჯოზეფ სტიგლიცმა, პიტერ დაიმონდმა და უილიამ ნორდჰაუსმა - სხვადასხვა დროს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის.[23][24][25][26]
ბიოგრაფია
რედაქტირებარობერტ სოლოუ დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ებრაულ ოჯახში 1924 წლის 23 აგვისტოს. ის მშობლებს ძალიან ჭკვიან ადამიანებად თვლიდა, რომლებმაც ვერ მოახერხეს კოლეჯში სიარული მუშაობის აუცილებლობის გამო[27]. მან კარგი განათლება მიიღო ადგილობრივ საჯარო სკოლაში და თავიდანვე გამორჩეული იყო აკადემიურად[28]. 1940 წლის სექტემბერში, 16 წლის იყო, როდესაც ჰარვარდის კოლეჯში ჩაირიცხა სტიპენდიით. იქ თავდაპირველად სწავლობდა სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიას, ისევე, როგორც ეკონომიკის საფუძვლებს.
1941 წელს, სოლოუმ დატოვა უნივერსიტეტი და ამერიკის არმიას შეუერთდა. რადგან სრულყოფილად იცოდა გერმანული ენა, არმიაში მისი მოვალეობა იყო ხელში ჩაეგდო, ეთარგმნა და შემდეგ ბაზაზე გაეგზავნა გერმანული შეტყობინებები. ის მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკასა და სიცილიაზე, მოგვიანებით კი იტალიაში, 1945 წლის აგვისტომდე, სანამ გათავისუფლდებოდა ამ ვალდებულებისაგან[29] [30]. დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი, ის დაქორწინდა ბარბარა ლევისზე, რომელსაც მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდა[31].
სოლოუ ჰარვარდში დაბრუნდა 1945 წელს, სადაც მას ხელმძღვანელობდა ვასილი ლეონტიევი. როგორც ლეონტიევის მკვლევარ-ასისტენტმა, მან გააკეთა დანახარჯები-გამოშვების მოდელისთვის კაპიტალის კოეფიციენტების თავდაპირველი ნაკრები. ამის შემდეგ, ის დაინტერესდა სტატისტიკური და ალბათური მოდელებით. 1949-1950 წლები გაატარა კოლუმბიის უნივერსიტეტში იმისათვის, რომ სტატისტიკა უფრო ინტენსიურად ესწავლა. ამ პერიოდში აგრეთვე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზეც[32].
1949 წელს, სანამ კოლუმბიის უნივერსიტეტიდან წამოვიდოდა, მან მიიღო პროფესორის ასისტენტობაზე შეთავაზება, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომიკის დეპარტამენტისაგან, რასაც დათანხმდა. სოლოუ იქ ასწავლიდა სტატისტიკასა და ეკონომეტრიკას. ის თანდათან დაინტერესდა მაკროეკონომიკით.
თითქმის 40 წლის განმავლობაში სოლოუ და პოლ სამუელსონი ერთად მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან თეორიებზე, როგორებიცაა : ნეიმანის ზრდის თეორია (1953), კაპიტალის თეორია (1956), წრფივი პროგრამირება (1958) და ფილიპსის მრუდი (1960).
სოლოუ იკავებდა რამდენიმე საჯარო პოზიციასაც, მათ შორის, იყო უფროსი ეკონომისტი "ეკონომიკურ მრჩეველთა საკონსულოში" (1961-1962) და "შემოსავლების დაცვის პრეზიდენტის კომისიის" წევრი. მისი ნაშრომები ძირითადად ფოკუსირებული იყო დასაქმებისა და ზრდის პოლიტიკის თემებზე და კაპიტალის თეორიაზე.
1961 წელს მოიგო ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის, ჯონ ბეითს კლარკის ჯილდო, რომელიც გადაეცემოდა 40 წლამდე ასაკის საუკეთესო ეკონომისტს. 1979 წელს კი აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტი იყო.
1987 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკური ზრდის ანალიზისათვის[33].
1999 წელს დაჯილდოვდა მეცნიერების ეროვნული მედლით.
2011 წელს კი მიიღ საპატიო დოქტორის ხარისხი ტაფტსის უნივერსიტეტისგან.
სოლოუმ დააარსა "კურნოს ფონდი" და "კურნოს ცენტრი". მისი კოლეგის, ფრანკო მოდილიანის გარდაცვალების შემდეგ, სოლოუ გახდა "I.S.E.O ინსტიტუტის" ახალი თავმჯდომარე, რომელიც იტალიურ, არაკომერციულ კულტურულ ასოციაციას წარმოადგენს და ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებს. ის არის "ეკონომისტები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" ორგანიზაციის კურატორი.
სოლოუს სტუდენტებს შორის არიან 2010 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებული პიტერ დაიმონდი, მაიკლ როტშილდი, ჰალბერტ უაითი, ჩარლი ბინი, მაიკლ ვუდფორდი და ჰარვი ვაგნერი. ის ეკონომიკის კვლევითი სტატიების ბაზაში მე-5 ადგილზეა იმ ეკონომისტების სიძლიერის მიხედვით, რომელთაც მისი ზედამხედველობის ქვეშ უსწავლიათ[34] [35]
სოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი
რედაქტირებასოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი, ხშირად ცნობილი, როგორც სოლოუ-სვონის ნეოკლასიკური ზრდის მოდელი დამოუკიდებლად შეიმუშავა ტრევორ სვონმა და 1956 წელს გამოაქვეყნა The Economic Record-ში. სოლოუს ეკონომიკური ზრდის მოდელი, მოცემული დროის განმავლობაში, გამოშვებაში ცვლილებებს აანალიზებს მოსახლეობის ზრდის ტემპზე, დანაზოგების დონესა და ტექნოლოგიური პროგრესის დონეზე დაყრდნობით [36]. ამ მოდელის საშუალებით, 1957 წელს სოლოუმ გამოთვალა რომ აშშ-ს გამოშვების დონის ზრდის დაახლოებით 4/5 ტექნოლოგიურ პროგრესზე მოდიოდა.
სოლოუს მიხედვით, ახალი კაპიტალი მეტად ღირებულია, ვიდრე ძველი (ვინტაჟური), რადგან ახალი კაპიტალი წარმოებულია საყოველთაოდ ცნობილი ტექნოლოგიით. ის აღნიშნავს, რომ კაპიტალი სასრული რაოდენობის უნდა იყოს, რადგან, რეალურად, დედამიწაზე რესურსების რაოდენობაც შეზღუდულია. სოლოუს მოდელის ფარგლებში, დაშვებულია რომ ტექნოლოგიები გამუდმებით უმჯობესდება. შედეგად, აღნიშნული ტექნოლოგიების საშუალებით წარმოებული ახალი კაპიტალი მეტად პროდუქტიულია და შესაბამისად, მეტად ღირებულიც[37]. მოგვიანებით, პოლ რომერმა და რობერტ ლუკასმა ჩამოაყალიბეს სოლოუს ნეოკლასიკური ზრდის მოდელის ალტერნატიული ვარიანტი.
თავისი იდეების გამოსახატავად, სოლოუმ ააგო გრაფიკი, რომლის x ღერძზე აღნიშნულია კაპიტალი ერთ დასაქმებულზე, ხოლო y ღერძზე კი გამოშვების რაოდენობა ერთ დასაქმებულზე. მოდელი აგებულია სრული დასაქმების დაშვების პირობით. წერტილს, სადაც მოდელზე გამოსახული გრაფიკები იკვეთებიან, მდგრადი მდგომარეობა ეწოდება, ამ შემთხვევაში, წარმოების დონე ძველი კაპიტალის ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. ქვეყნები, რომლებიც მარცხენა მხრიდან უახლოვდებიან მდგრადი მდგომარეობის დონეს, ვერტექსთან მდებარე ქვეყნებთან შედარებით ნელა იზრდებიან. აღსანიშნავია, რომ აღარ იზრდებიან ის ქვეყნებიც, რომლებიც მდგრადი მდგომარეობის წერტილიდან მარჯვნივ მდებარეობენ, რადგან, კაპიტალიდან არსებული მოგება მთლიანად ძველი კაპიტალის შეკეთებასა და ჩანაცვლებაზე მიდის[38].
პუბლიკაციები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Dorfman, Robert; Samuelson, Paul; Solow, Robert M. (1958). Linear programming and economic analysis. New York: McGraw-Hill.
- Solow, Robert M. (1970-10-15). Growth Theory - An Exposition (1970, second edition 2006). Oxford University Press. ISBN 978-0195012958.
- Solow, Robert M. (1990). The Labor Market as a Social Institution. Blackwell. ISBN 978-1557860866
წიგნის თავები
რედაქტირება- Solow, Robert M. (1960), "Investment and technical progress", in Arrow, Kenneth J.; Karlin, Samuel; Suppes, Patrick (eds.), Mathematical models in the social sciences, 1959: Proceedings of the first Stanford symposium, Stanford mathematical studies in the social sciences, IV, Stanford, California: Stanford University Press, pp. 89–104, ISBN 9780804700214.
- Solow, Robert M. (2001), "After technical progress and the aggregate production function", in Hulten, Charles R.; Dean, Edwin R.; Harper, Michael J. (eds.), New developments in productivity analysis, Chicago, Illinois: University of Chicago Press, pp. 173–78, ISBN 9780226360645.
- Solow, Robert M. (2009), "Imposed environmental standards and international trade", in Kanbur, Ravi; Basu, Kaushik (eds.), Arguments for a better world: essays in honor of Amartya Sen | Volume II: Society, institutions and development, Oxford New York: Oxford University Press, pp. 411–24, ISBN 9780199239979.
სტატიები ჟურნალში
რედაქტირება- Robert Merton Solow (Jan 1952). "On the Structure of Linear Models". Econometrica. 20 (1): 29–46. doi:10.2307/1907805.
- Solow, Robert M. (1955). "The Production Function and the Theory of Capital". The Review of Economic Studies: 103–107. DOI: 10.2307/2296293
- Solow, Robert M. (February 1956). "A contribution to the theory of economic growth". Quarterly Journal of Economics. 70 (1): 65–94. doi:10.2307/1884513.
- Solow, Robert M. (1957). "Technical change and the aggregate production function". Review of Economics and Statistics. 39 (3): 312–20. doi:10.2307/1926047.
- Solow, Robert M. (May 1974). "The economics of resources or the resources of economics". The American Economic Review: Papers and Proceedings. 64 (2): 1–14. JSTOR 1816009
- Solow, Robert M. (September 1997). "Georgescu-Roegen versus Solow/Stiglitz". Ecological Economics. 22 (3): 267–68. doi:10.1016/S0921-8009(97)00081-5
- Solow, Robert M. (November 2003). "Lessons learned from U.S. welfare reform". Prisme N°2.
- Solow, Robert M. (Spring 2007). "The last 50 years in growth theory and the next 10". Oxford Review of Economic Policy. 23 (1): 3–14. doi:10.1093/oxrep/grm004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nobel autobiography
- Video Interview with Solow from NobelPrize.org
- Robert M. Solow – Prize Lecture
- Robert M. Solow at MIT Infinite History
- Biography of Robert M. Solow from the Institute for Operations Research and the Management Sciences
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118994204 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Robert Solow, Nobelist who tied technology to economic growth, dies at 99
- ↑ Nobel laureate lecturer Solow challenges current environmental standards policy // The Bowdoin Orient — Brunswick: 2008.
- ↑ StudyBlue — 2006.
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 1987 — Nobel Foundation.
- ↑ 9.0 9.1 Czech National Authority Database
- ↑ 10.0 10.1 NNDB — 2002.
- ↑ 11.0 11.1 Fellows of the Econometric Society — ეკონომეტრიკის საზოგადოება.
- ↑ Ernst Bloch, philosophe de l'espérance / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1975. — P. 17. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ Dans les salons dorés de la Sorbonne... / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1975. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 1987 — Nobel Foundation.
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 16.10 16.11 16.12 16.13 16.14 16.15 16.16 16.17 16.18 16.19 16.20 16.21 16.22 16.23 16.24 16.25 16.26 16.27 16.28 16.29 16.30 16.31 16.32 16.33 16.34 16.35 16.36 16.37 16.38 16.39 16.40 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ "Robert M. Solow | American economist". Encyclopedia Britannica. Retrieved 2017-06-08.
- ↑ "Prospects for growth: An interview with Robert Solow". McKinsey & Company. September 2014. Retrieved 2017-06-08.
- ↑ "MIT Economics Faculty". Massachusetts Institute of Technology. Retrieved 2017-08-27.
- ↑ "American Economic Association". www.aeaweb.org. Retrieved 2017-06-08.
- ↑ Solow, Robert M. "Robert M. Solow - Biographical". www.nobelprize.org. Retrieved 2017-06-08.
- ↑ Schulman, Kori (2014-11-10). "President Obama Announces the Presidential Medal of Freedom Recipients". whitehouse.gov. Retrieved 2017-06-08.
- ↑ George A. Akerlof – Facts. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. Retrieved 2020-06-16. .
- ↑ Joseph E. Stiglitz – Facts. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. Retrieved 2020-06-16.
- ↑ Peter A. Diamond – Facts. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. Retrieved 2020=06-16.
- ↑ William D. Nordhaus – Facts – 2018. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. Retrieved 2020-06-16.
- ↑ Martin, Caine. "Robert Solow". youtube. InfiniteHistoryProjectMIT. Retrieved 2019-11-13.
- ↑ "Robert M. Solow – Autobiography". Nobelprize.org. 1924-08-23. Retrieved 2010-03-16.
- ↑ "Robert M. Solow – Autobiography". Nobelprize.org. 1924-08-23. Retrieved 2010-03-16.
- ↑ "Robert M Solow - Middlesex Massachusetts - Army of the United States". wwii-army.mooseroots.com[მკვდარი ბმული]. Retrieved 2017-06-08.
- ↑ Martin, Caine. "Robert Solow". Youtube. InfiniteHistoryProjectMIT. Retrieved 2019-11-13
- ↑ "Robert M. Solow – Autobiography". Nobelprize.org. 1924-08-23. Retrieved 2010-03-16.
- ↑ "Robert M. Solow – Autobiography". Nobelprize.org. 1924-08-23. Retrieved 2010-03-16.
- ↑ "RePEc Genealogy page for Robert M. Solow". Research Papers in Economics (RePEc). Retrieved 2014-11-01.
- ↑ "Top 5% Authors, as of June 2020: Strength of Students". Research Papers in Economics (RePEc). Retrieved 2020-06-16.
- ↑ "Solow Growth Model". https://corporatefinanceinstitute.com. Retrieved 2020-06-16.
- ↑ Haines, Joel D.; Sharif, Nawaz M. "A framework for managing the sophistication of the components of technology for global competition". Competitiveness Review. 16 (2): 106–21. 2006. doi:10.1108/cr.2006.16.2.106
- ↑ Martin, Caine. "A Contribution to the Theory of Economic Growth"(PDF). The Quarterly Journal of Economics. 70 (1): 65–94,1956. doi:10.2307/1884513 hdl:10338.dmlcz/143862. JSTOR 1884513