Research Papers in Economics
Research Papers in Economics (ქართ. კვლევითი სტატიები ეკონომიკაში) — ეკონომიკის სფეროში არსებული კვლევითი სტატიების სისტემატიზაციისათვის შექმნილი ინტერნეტ-პროექტი. შეიქმნა 1997 წელს. ამ პროექტის შემოქმედი ასეულობით მეცნიერ-მოხალისე და 70-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომლებიც ორიენტირებული არიან ეკონომიკის თემატიკის სამეცნიერო კვლევების ხელმწისაწვდომობის გაზრდაზე. პროექტის ბირთვს წარმოადგენს დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა - წიგნების, სტატიების, სამუშაო დოკუმენტებისა და პროგრამული პროდუქტების სახით. მათი ძირითადი ნაწილი თავისუფალ წვდომაშია.
პროექტი ფინანსდება სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ. მის მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 1 200 000 დოკუმენტია თავმოყრილი. Research Papers in Economics დაკავშირებულია ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის სამეცნიერო ბაზასთან - EconLit-თან, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას აშშ-ის და სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევართათვის.