ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფრანკო მოდილიანი (18 ივნისი, 1918 — გ. 24 სექტემბერი, 2003) იტალიელ-ამერიკელი ეკონომისტი და 1985 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. ის იყო ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტის, კარნეგი მელონის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი.

ფრანკო მოდილიანი
მშობლიური სახელი Franco Modigliani
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1918(1918-06-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი რომი
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 2003(2003-09-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (85 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა იტალია, აშშ და იტალიის სამეფო
საქმიანობა ეკონომისტი[5] და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, MIT Sloan School of Management და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[8]
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში[9] , ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის დამსახურებული წევრი და ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[8]
ალმა-მატერი ახალი სკოლა და სოციალური კვლევის ახალი სკოლა[10]
სამეცნიერო ხელმძღვანელი Jacob Marschak და Abba P. Lerner
დოქტორანტი Albert Ando, რობერტ შილერი, მარიო დრაგი, ლუკას პაპადიმოსი, Laurence Meyer, Giampaolo Galli, Dwight M. Jaffee, Richard Sutch, John Muth[10] , John Hayhurst Hand[10] , Charles Steindel[10] , Walter E. Nicholson[10] , Enrico Camillo Perotti[10] , Benjamin William Wurzburger[10] , Barry Lowell Friedman[10] , Donald Pitkin Tucker[10] , Michael Brennan[10] , Warren Ernest Moskowitz[10] , Jerome Phillip Cooper[10] , Sang W. Nam[10] , Watkins Leigh Ribble[10] , Daniel Rie[10] , David Wiley Mullins, Jr.[10] , Daniel Edward O’Neill[10] , Adam Lerrick[10] , Elijah Brewer[10] და Arlie Graham Sterling[10]
საცხოვრებელი ადგილი აშშ

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

მოდილილიანი დაიბადა 1918 წლის 18 ივნისს, იტალიაში, რომში, პედიატრი მამის და სოციალური მუშაკის ებრაულ-იტალიურ ოჯახში.[11]

მან ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩააბარა უნივერსიტეტში და ჩაირიცხა რომის საპიენცის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.[12] საპიენცის უნივერსიტეტში სწავლის მეორე წელს, მისმა პროექტმა რომელიც სახელმწიფოს სტუდენტური ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული, გაიმარჯვა საქვეყნო კონკურსში და პირველი პრემია მოიპოვა, ხოლო მოდილილიანმა ჯილდო მიიღო ბენტო მუსოლინის ხელით.[11][13] იგი წერს რამდენიმე ნარკვევს ფაშისტური ჟურნალისთვის „სახელმწიფო” [14] ფაშისტურ იტალიაში მის ადრეულ ნაშრომებს შორის იყო სტატია სოციალისტურ ეკონომიკაში წარმოების ორგანიზებისა და მართვის შესახებ, რომელიც დაწერილი იყო იტალიურად და ეყრდნობოდა ადრეული ბაზრის სოციალისტებს, როგორებიც იყვნენ აბბა ლერნერი და ოსკარ ლანჟი .[15]

იტალიაში რასობრივი წესების დაკანონების შემდეგ, 1938 წელს, მოდილიანიმ თავის მაშინდელ შეყვარებულთან, სერენა კალაბთან ერთად, დატოვა იტალია და პარიზში, მშობლებთან გაემგზავრა. რომში დაბრუნების შემდეგ, ქალაქის უნივერსიტეტში ლაურეას თეზისის განხილვის შემდეგ, მან დიპლომი მიიღო 1939 წლის 22 ივლისს და დაბრუნდა პარიზში.[13]

იმავე წელს, ყველა მათგანი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ფრანკო ჩაირიცხა ახალი სკოლის სოციალური კვლევის ჩამბარებელ ფაკულტეტზე. მისი დოქტორის ხარისხის სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც ჯონ ჰიქსის IS-LM მოდელის შემუშავებას და გაფართოებას ეხებოდა, დაიწერა 1944 წელს ჯაკობ მარშაკისა და აბბა ლერნერის მეთვალყურეობის ქვეშ და ითვლება ინოვაციურად.[15]

1942 წლიდან 1944 წლამდე მოდილიანი ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ბარდის კოლეჯში, როგორც ეკონომიკისა და სტატისტიკის ინსტრუქტორი. 1946 წელს, იგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე. 1948 წელს, იგი შეუერთდა ილინოისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფაკულტეტს ურბანა-შამპეინში. 1952 წლიდან 1962 წლამდე იყო კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი.[16]

1962 წელს შეუერთდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფაკულტეტს ინსტიტუტის პროფესორის რანგში.[16]

წვლილი ეკონომიკურ თეორიაში

რედაქტირება

მოდილიანი, 1950-იანი წლებიდან, არის სასიცოცხლო ციკლის ჰიპოთეზის შემქმნელი [17], რომელიც ცდილობს ეკონომიკაში დაზოგვის დონის ახსნას.[18] ჰიპოთეზში შემოთავაზებულია, რომ მომხმარებლები მიზნად ისახავენ მოხმარების სტაბილურ დონეს მთელი ცხოვრების განმავლობაში (მაგალითად, სამუშაო წლების განმავლობაში დაზოგვით, შემდეგ კი პენსიაზე გასვლის შემდეგ ხარჯვით).

ეკონომისტების ნაწილის აზრით, რაციონალური მოლოდინების ჰიპოთეზა [19] სათავეს იღებს მოდილიანის და ემილ გრუნბერგის სტატიაში, რომელიც დაიწერა 1954 წელს და რომელმაც მოგვიანებით საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის დარგში.[20].[21][22]

როდესაც ის იყო კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი, მან 1958 წელს, მერტონ მილერთან ერთად ჩამოაყალიბა მოდილიანი-მილერის თეორემა კორპორატიული ფინანსების შესახებ.[23][24] თეორემა ამტკიცებს, რომ გარკვეული ვარაუდების თანახმად, ფირმის საერთო ღირებულებაზე არ ახდენს გავლენას დაფინანსების სხვადასხვა ტიპი — იქნება ეს კაპიტალი (აქციების გაყიდვა) თუ დავალიანება (ნასესხები თანხა), რაც ნიშნავს, რომ დავალიანება-კაპიტალის თანაფარდობა უმნიშვნელოა კერძო ფირმებისათვის.

1960-იანი წლების დასაწყისში, მისმა პასუხმა მილტონ ფრიდმანის და დევიდ მეისელმანის 1963 წლის სტატიაზე,[25] რომელიც ალბერტ ანდოსთან თანაავტორობით დაწერა,[26] წამოიწყო ე.წ. „ფულადი/ფისკალური პოლიტიკის დებატები“ ეკონომისტთა შორის, რაც სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.  

1975 წელს მოდილილიანმა, ნაშრომში,[27] რომლის თანაავტორი იყო მისი ყოფილი სტუდენტი ლუკას პაპადემოსი, გააცნო მკითხველს „NAIRU”-ს კონცეფცია, უმუშევრობის არაინფლაციური მაჩვენებელი, რომელიც „უმუშევრობის ბუნებრივი მაჩვენებლის კონცეფციის“ აშკარა გაუმჯობესება იყო.[28] კონცეფციის პირობები ეხება უმუშევრობის დონეს, რომლის ქვემოთაც იზრდება ინფლაცია.

1997 წელს მოდილილიანმა და მისმა შვილიშვილმა, ლეა მოდილილიანმა შეიმუშავეს ის, რასაც ახლა „მოდილიანის რისკის რეგულირებად შესრულებას“ უწოდებენ. იგი არის რისკების კორექტირებადი ინვესტიციის პორტფოლიოს საზომი, რომელიც გამომდინარეობს შარპის კოეფიციენტიდან.[29]

ჯილდოები

რედაქტირება

1985 წლის ოქტომბერში მოდილიანს მიენიჭა ყოველწლიური ნობელის პრემია ეკონომიკაში „დაზოგვისა და ფინანსური ბაზრების პიონერული ანალიზისთვის“.[30]

1985 წელს მოდილილიანმა მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ჯეიმზ რ. კილიანის ფაკულტეტის მიღწევების ჯილდო. 1997 წელს მან მიიღო საპატიო ხარისხი მართვის მენეჯმენტში ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტისგან.

გვიან ცხოვრებაში, მოდილილიანი გახდა „ეკონომისტები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზაციის, (ყოფილი „ეკონომისტების გაერთიანება იარაღის შემცირებისთვის“) რწმუნებული [31] და ითვლებოდა „გავლენიან მრჩეველად“. 1960-იანი წლების ბოლოს, ფედერალურ რეზერვთან ხელშეკრულების საფუძველზე მან შეიმუშავა „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და პენსილვანიის სოციალური მეცნიერების კვლევის საბჭოს“ მოდელი, ინსტრუმენტი, რომელიც "ხელმძღვანელობდა მონეტარულ პოლიტიკას ვაშინგტონში მრავალი ათწლეულის განმავლობაში." [16]

მოდილილიანის ნაშრომების კოლექცია განთავსებულია დიუკის უნივერსიტეტის რუბენშტეინის ბიბლიოთეკაში.

მოდილიანის ნაშრომებს ფისკალური პოლიტიკის თემაზე და მის NAIRU-ს კონცეფციას აკრიტიკებდნენ პოსტ-კეინესიური ეკონომიკის მიმდევრები. მიუხედავად ამისა, ისინი ეთანხმებოდნენ მის აზრს XX საუკუნის უმუშევრობის პრობლემის შესახებ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1939 წელს, პარიზში ყოფნისას, იტალიის დატოვების შემდეგ, მოდილიანი დაქორწინდა სერენა კალაბზე. მათ ორი შვილი ეყოლათ, ანდრე და სერხიო მოდილიანები. მათი შვილიშვილები იყვნენ ლეა, ჯულია, დევიდი და ამელია, ხოლო მათი შვილთაშვილები მიქაელა, სოფია, სერენა და კიარა.[32] როდესაც ფრანკო მოდილიანმა მუშაობა დაიწყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), წყვილმა იყიდა სახლი ჩრდილოეთ გზაზე, ვენახების ხედით, ჩილმარკის მახლობლად,[33] სადაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდნენ.[16]

მოდილიანი გარდაიცვალა 2003 წელს, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი. ჯერ კიდევ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მუშაობდა და ასწავლიდა სიცოცხლის ბოლო თვეებამდე.[34] სერენა მოდილილიან-კალაბი, რომელიც იყო საკმაოდ აქტიური პროგრესულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ამომრჩეველ ქალთა ლიგასთან მუშაობდა და მონაწილეობითი დემოკრატიის აშკარა მორწმუნე იყო.[33] იგი გარდაიცვალა 2008 წელს.[32]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #121179613 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 BeWeB
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  9. The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 1985Nobel Foundation.
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 10.13 10.14 10.15 10.16 10.17 10.18 10.19 Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. 11.0 11.1 "Franco Modigliani" by Daniel B. Klein and Ryan Daza, in "The Ideological Migration of the Economics Laureates", Econ Journal Watch, 10(3), September 2013, pp. 472-293
  12. Parisi, Daniela (2005) "Five Italian Articles Written by the Young Franco Modigliani (1937–1938)", Rivista Internazional di Scienze Sociali, 113(4), pp. 555–557 (in language)
  13. 13.0 13.1 Franco Modigliani, autobiographical notes, Nobel Prize organization website, 1985
  14. Luca Michelini, Il nazional-fascismo economico del giovane Franco Modigliani, Firenze, Firenze University Press, 2019
  15. 15.0 15.1 Mongiovi, Gary (2015) "Franco Modigliani and the Socialist State დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine. ", Economics & Finance Department, St. John's, May 2015 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "advisor" defined multiple times with different content; $2
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Professor Franco Modigliani, obituary, The Independent, 28 September 2003
  17. Modigliani, Franco & Richard H. Brumberg (1954) "Utility analysis and the Consumption Function: An Interpretation of Cross-Section Data", Kenneth K. Kurihara (editor) Post-Keynesian Economics, New Brunswick: Rutgers University Press, 1954, pp. 388–436
  18. Modigliani, Franco (1966). „The Life Cycle Hypothesis of Saving, the Demand for Wealth and the Supply of Capital“. Social Research. 33 (2): 160–217. JSTOR 40969831.
  19. Wade-Hands, Douglas (1986) Modigliani And Grunberg : A Precursor To Rational Expectations?, University of Puget Sound
  20. Visco, Ignazio (1984) "Price expectations in rising inflation", Contributions to economic analysis, Volume 152, North-Holland, 1984, ISBN 0444868364, ISBN 9780444868367
  21. Grunberg, E. & Franco Modigliani (1954) "The Predictability of Social Events," Journal of Political Economy, 62, pp. 465-478,December, 1954
  22. (1990) Lives of the Laureates: Ten Nobel Economists. Massachusetts: MIT Press. ISBN 978-0262023085. 
  23. Miller, Merton H. & Franco Modigliani (1958) "The cost of capital, corporate finance and the theory of investment", The American Economic Review, Vol. XLVIII, June 1958, #3, pp. 261–297. The article was a revised version of a paper delivered at the annual meeting of the Econometric Society in December 1956.
  24. Miller, Merton H. & Franco Modigliani (1963) "Corporate Income Taxes and the Cost of Capital: A Correction", The American Economic Review, Vol. 53, No. 3, June 1963, pp. 433–443
  25. Ando, Albert & Franco Modigliani (1965) "The relative stability of monetary velocity and the investment multiplier", The American Economic Review, 55.4, pp. 693–728
  26. Friedman, Milton & David I. Meiselman (1963) "The Relative Stability of Monetary Velocity and the Investment Multiplier in the United States, 1897–1958", Stabilization Policies: A Series of Research Studies Prepared for the Commission on Money and Credit by E. C. Brown et al, Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall: 1963, pp. 165–268
  27. Modigliani; Papademos (1975). „Targets for Monetary Policy in the Coming Year“: 141–165. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  28. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Organisation for Economic Co-operation and Development.
  29. Modigliani, Franco & Leah Modigliani (1997) "Risk-Adjusted Performance", The Journal of Portfolio Management, Winter 1997, 23 (2), pp. 45–54
  30. Press Release, Nobel Prize Organisation, 15 October 1985
  31. The Newsletter for Economists Allied for Arms Reduction დაარქივებული 2016-04-09 საიტზე Wayback Machine. , Vol. 12, 1, April 2000
  32. 32.0 32.1 Serena Calabi obituary, The Boston Globe, 24 September 2008
  33. 33.0 33.1 "Chilmarker Serena Modigliani, 91, Escaped Fascism", Vineyard Gazette, 9 October 2008
  34. "In March 2003, only few months before his demise, I was at MIT and witnessed Franco [Modigliani] still teaching with the same enthusiasm another class at the Sloan School of Management" : from Pagano, Marco (2005) "The Modigliani-Miller Theorems: A Cornerstone of Finance", Center for Studies in Economics and Finance, May 2005